national delicacy

მოირონინე თუშეთი - 4 დღე რონინთან ერთად

  • ID: 60544
  • ნახვები: 733
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/07/20
    დაბრუნება
    • 12/07/20
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ 4 დღიან ტურს
თუშეთში

 შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 03:45 სთ.
 გასვლა: 04:00სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

 ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:
 თუშეთის სამივე ხეობის: ჩაღმის, პირიქითისა და გომეწრის ულამაზეს სოფლებს.
 გვექნება თავისუფალი დროც დასვენებისთვის და განტვირთვისთვის ♥


მარშრუტი: თბილისი - ალვანი- თორღვას აბანოები - ომალო - შენაქო-დიკლო-ქუეს გადასახედი -მირგველა-დართლო-კვავლო - ფარსმა-ბოჭორნა - დოჭუ -ილიურთა-კესელოები-ქუმელაურთა- ორეთის ტბა - თელავი - თბილისი.
 ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;
 სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica 4X4
 ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე;
 მანძილი: ერთი მიმართულებით 280 კმ.

 გასვლა ხუთშაბათი ანუ ოთხშბათი რომ დაღამდება :)) 4:00 სთ (ღამე)..
 ყველამ იქონიეთ პირადობის მოწმობა.

 ტურის დეტალური აღწერა:

I დღე: თბილისი - ქვემო ალვანი - ფშაველი - აბანოს უღელტეხილი - ქვემო ომალო - შენაქო-დიკლო -ქუეს გადასახედი-მირგველა-დართლო-კვავლო.
პირველ დღეს ვნახავთ : სოფელ შენაქოს და დიკლოს ჩაღმა ხეობაში,გზად ასევე გავჩერდებით ქუეს გადასახედზე სადაც შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. ქუეს გადასახედიდან გამოვალთ მირგველაში და გავემგზავრებით სოფელ დართლოში, დაბინავების შემდეგ ავალთ და დავათვალიერებთ სოფელ კვავლოს.
დაბანაკება: დართლოში.

II დღე: დართლო -ფარსმა-ბოჭორნა -დოჭუ- ილიურთა
კესელოები-ომალო.
გავემგზავრებით დილას 10 საათისათვის ფარსმა გირევისაკენ,შემდეგ გომეწრის ხეობისკენ სადაც ვნახავთ ევროპაში ყველაზე მაღალ სოფელს ბოჭორნას, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2372მ. შემდეგ გადავხედავთ კლდეზე ნაგებ ლამაზ სოფელ დოჭუს და გავაგრძელებთ გზას ილიურთასკენ, (სადაც მდებარეობს მოქმედი ტაძარი) დავბრუნდებით უკან, ავალთ კესელოებზე (აგებულია XVIII საუკუნეში) ბოლოს დაბანაკება: ომალოში.


III დღე: ომალო- ქუმელაურთა-ორეთის ტბა-ომალო
მესამე დღეს ჩავალთ სოფელ ქუმელაურთაში,საიდანაც დაიწყება საფეხმავლო ტური ორეთის ტბაზე. ორეთის ტბა ზღვის დონიდან 2650 მ მდებარეობს. ორეთიდან ჩანს თითქმის მთელი თუშეთი, საქართველოს ჩრდილო საზღვრის მონაკვეთი-მყინვარებით მოსილი თუშეთის ქედი, მწვერვალი თებულოდან (4492 მ) დიკლოს მთამდე (4285 მ).ს

IV დღე : ომალო-ვიზიტორთა ცენტრი- თორღვას აბანოები-ალავერდი-თბილისი.
მეოთხე დღეს დილით შევივლით ვიზიტორთა ცენტრში, ვიზიტორთა ცენტრის დათვალიერების შემდეგ გამოვემართებით თორღვას აბანოებისაკენ და სურვილის შემთხვევაში გავგრილდებით კიდეც ;) გაგრილებულები თბილისისკენ გამოვეშურებით წარუშლელი შთაბეჭდილებებით,გზად მოვილოცავთ ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარს .


 მარშუტის სირთულე:
საშუალო

 ფეხით გასავლელი მანძილი:
ჯამში 20 კმ

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
 კარავი: 160
 სასტუმრო: 235

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება
 გამყოლი
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
 პრიმუსი -ცხელი სასმელებისთვის
 ყავა
 ჩაი



 ფასში არ შედის:
ოთხი დღის სამყოფი საკვები, წამოიღეთ თბილისიდან.
(სურვილისამებრ შესაძლოა ერთად შეგროვება თანხის და შეძენა)
თორღვას აბანოში შესვლის საფასური 5 ლარი.
თუ ვინმეს აქვს სურვილი სასტუმროში დარჩენის წინასწარ უნდა ვიცოდეთ რომ დავჯავშნოთ.


⚠️ ყველამ თან იქონიოს საკუთარი საძილე ტომარა, საგებელი, კარავი (სასურველია) თუ არ გაქვთ კარავი და არც არავისთან გეგულებათ,მაშინ ჩვენ უზრუნველვყოფთ ^_^

 რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი. ????


 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/07/20
    დაბრუნება
    • 12/07/20