გომისმთა - ივლისი (საკარვე აღჭურვილობით)

ფოტო: Vitaly Zdanevich · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაოზურგეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60537

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ორი დღე ვისვენებთ და ვტკბებით ღრუბლიან გომისმთაზე საოცარი პანორამული ხედებით!

ასევე ამ რიცხვებშია შავ ზღვაში ბანაობის საერთაშორისო დღე!
__________________________________________
????ლამაზი ზღაპარი, ღრუბლების ქარავანი????, კარავი , კოცონი????, ცოტა ????, მეტი????, ზღვა ???? და ბევრი პოზიტივი????????
___________________________________________
ტურის გეგმა ასეთია ????
ტურის ხანგძლივობა: 2 დღე
შეხვედრის ადგილი:????
???? 07:00 - ველოსიპედის ძეგლი.

დღე პირველი :????
მოვინახულებთ შემოქმედის მონასტერს , ავალთ გომის მთაზე და დავტკბებით ულამაზესი ხედებით, გავშლით ბანაკს მზის ჩასვლის ფონზე ???????? გადავიღებთ უამრავ ორიგინალურ ფოტობს ????, საღამოს რათქმაუნდა კოცონი ????, მწვადების შეწვა, მუსიკა????, და გართობა.

დღე მეორე: ????
ვიღვიძებთ ადრე ვხვდებით მზის ამოსვლას, ცეცხლზე???? ვადუღებთ ყავას/ჩაის და მივირთმევთ, დაახლოებით 9 საათზე ვშლით ბანაკს და მივდივართ საჭყუმპალაოდ ქობულეთში ???? სადაც ვჩერდებით საღამოს 17:00 მდე. ვბრუნდებით კარგი შტაბეჭტილებებით ????

დაბრუნების ადგილი:????
???? 23:00 სთვის - ვიქნებით ველოსიპედის ძეგლთან
___________________________________________

???? ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით.
თუ თქვენ არ გაქვთ, მაშინ ჩვენ გვაქვს... საკარვე აღჭურვილობა ( კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები.)
???? გიდის მომსახურება
???? კარგი მუსიკები ( ყველას გემოვნებას გავითვალისწინებთ.

საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად, მაგრამ მივირთმევთ ყველანი ერთად!
___________________________________________
???? ფეხით გასავლელი მანძილი.? - 100 მეტრი მარტივი გზა.
???? როგორ ჩავიცვათ.? - თავისუფალი ჩაცმულობა
???? რა წამოვიღოთ? საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, საცურაო კოსტუმი, მზისგან დამცავი საშუალება, წყალი, პირადი აფთიაქი.

???? ტურზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ!
???? მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად ან მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში

???? ეს უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად.! ????
ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს!
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში !
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: კატა, ძაღლი, მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
ნაგავს არ ვყრით არც ტრანსპორტში და არც ბუნებაში!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!

ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას.
ვისაც სურვილი აქვს შეუძლია წამოიღოს სხვადასხვა გასართობი საშუალებები.
საკვებს მივირთმევთ ყველანი ერთად.
ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს ტურის მიმართულება.
ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს - წინამღდეგ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლოას თქვენზე.

მშვიდობიან დღეს გისურვებთ!

ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ

გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.

როდის წავიდეთ

ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.

რა ვნახოთ

  • შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
  • ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
  • ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
  • გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
  • დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.

ოზურგეთი: გზამკვლევი
ოზურგეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ოზურგეთს და მის გარშემო?
ქალაქისა და შემოქმედისთვის ერთი დღე საკმარისია; ზღვისა ან გომისმთის დამატებით 2–3 დღე.
როდის შეიძლება გომისმთაზე ასვლა?
ჩვეულებრივ ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. გზა მთიანია, სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
რა მანძილია ზღვამდე?
ურეკამდე და შეკვეთილამდე დაახლოებით 25–30 კმ, მანქანით ნახევარი საათი.
სად მოვისმინო გურული სიმღერა?
ქალაქის ფესტივალებსა და ადგილობრივ სუფრებზე; ტურის ფარგლებში შეგვიძლია ანსამბლთან შეხვედრაც დავგეგმოთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.