მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ერთდღიანი ტური

ფოტო: Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამარტვილი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60507

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ერთდღიანი ტურის პროგრამა მოიცავს შემდეგ სანახავ ადგილებს:
ოკაცეს კანიონი
ოკაცეს დაკიდული ხიდი
მარტვილის კანიონი
სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია

ტრანსპორტირება 20 ადგილიანი კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი
თარჯიმანი (მოთხოვნისამებრ)
ფოტოგადაღება

კვება (ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად), სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაწყოთ პიკნიკი
მარტვილის კანიონში შესვლისა და ნავით გასეირნების საფასური- ჯამში ( შესვლა; ნავით გასეირნება)
ოკაცეს კანიონში შესვლის საფასური -

ტურის გამართვისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები/პირობები:
აუცილებლად თან ვიქონიოთ პირბადე
არ ვანაგვიანებთ გარემოს/ტრანსპორტს
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს
არ ვბილწსიტყვაობთ
არ ვეწევით ტრანსპორტში
ვითვალისწინებთ გამყოლის და მძღოლის მითითებებს (წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც გამყოლი და მძღოლი, ასევე კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას)
〰სასურველია გვეცვას სპორტულად
〰სასურველია თან ვიქონიოთ საწვიმარი ლაბადა
არ ვაგვიანებთ, მივდივართ დანიშნულ დროზე ⏰
და არ ვრეკავთ წინასწარ, ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. განთავსება მოხდება ინდივიდუალურად თქვენ მიერვე შერჩეულ სასურველ ადგილზე.

გასვლის დრო: დილის 7:00 სთ
შეკრების ადგილი: სასტუმრო რედისონი (ველოსიპედის ძეგლი)

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს უკეთეს განწყობაზე. არ გადადოთ, გამოგვყევით და ერთად დავტკბეთ საქართველოს ულამაზესი ბუნებით და ისტორიული მემკვიდრეობით.
ჩვენი გუნდი გპირდებათ დაუვიწყარ მოგზაურობას მარტვილისა და ოკაცეს მისტიკურ კანიონებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის/ტურზე ჩასაწერად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
; ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე BeWorld Traveler

გისურვებთ განტვირთვასა და დადებითი ემოციებით აღსავსე მგზავრობას !

მარტვილი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური მარტვილში ჩვეულებრივ ოკაცესა და პრომეთეს მღვიმესაც მოიცავს: ტრანსპორტი, გიდი, ნავით სეირნობა და ღამისთევა ქუთაისში. მარშრუტს თქვენს თარიღებზე შეგირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, კანიონში წყალი სუფთა და ფერადია.
ივლისი–აგვისტოში ნოტიო სიცხეა, 30°-ზე მეტი, კანიონთან კი რიგები დგება.
ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი იმღვრევა და ნავით სეირნობა შეიძლება შეჩერდეს; ზამთარში რბილი, მაგრამ წვიმიანი ამინდია.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ფირუზისფერი წყალი, ჩანჩქერები და ნავით სეირნობა ვიწრო ხეობაში
  • ჭყონდიდის (მარტვილის) მონასტერი — ძველი ტაძარი გორაზე, ქალაქისა და ველის ხედით
  • ბალდის კანიონი და ონიორეს ჩანჩქერი — ნაკლებად ხალხმრავალი, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი — მეზობელ ხონის მუნიციპალიტეტში, ერთ დღეს ხშირად ერთად ნახულობენ

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 280 კმ-ია, 4–4,5 საათი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჯერ ქუთაისამდე მიდიან მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან მარტვილის მარშრუტკას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ავტომაგისტრალით, შემდეგ ხონის ან სამტრედიის გავლით.
სად დავრჩეთ: მარტვილში — რამდენიმე გესტჰაუსი; უმეტესობა ქუთაისში ჩერდება და აქ ერთი დღით მოდის.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი კანიონის ბილიკებისთვის, ზაფხულში — მწერების საწინააღმდეგო საშუალება; მონასტრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია.

მარტვილი: გზამკვლევი
მარტვილი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თბილისიდან ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ გზაში 8–9 საათი გაგივათ. უმჯობესია ღამე ქუთაისში გაათიოთ და მარტვილს ოკაცე ან პრომეთეს მღვიმე დაამატოთ.
ყოველთვის მუშაობს ნავით სეირნობა?
ჩვეულებრივ მთელი წელი, მაგრამ ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს შეიძლება შეჩერდეს. კანიონში ბანაობა დღეს ნებადართული არ არის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ბილიკები მოკლეა და კეთილმოწყობილი, ნავით სეირნობა კი ბავშვებს მოსწონთ; პატარებისთვის საშველი ჟილეტები ადგილზეა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.