ერთდღიანი ტური ყაზბეგში
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გამოგვყევი ყაზბეგში!
ტურის ფარგლებში ნახავთ:
✔ჟინვალის წყალსაცავი
✔ანანურის სამონასტრო კომპლექსი
✔გუდაურის გადმოსახედი
✔ვეძა: მჟავე წყლები
✔სოფ.სნო, სნოს ციხე
✔ გერგეთის სამება
✔ დარიალის ხეობა
✔ ტრანსპორტირება (კომფორტული მიკროავტობუსით)
✔ გამყოლის მომსახურება
ღირებილებაში არ შედის:
✘ კვება
კვების საკითხს ვაგვარებთ ინდივიდუალურად
საღამოს სურვილის შემთხვევაში დავაგემოვნებთ ფასანაურში უგემრიელეს ხინკალს.
გასათვალისწინებელია!!!
მსოფლიოში შექმნილი რთული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ტური ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციიების დაცვის მიხედვით, რაც მოიცავს ტემპერატურის კონტროლს უშუალოდ ტურის დაწყების წინ, სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებას, დახურულ სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება!
❌ არ ვყრით ნაგავს და ვუფრთხილდებით გარემოს!
სხვა დანარჩენ წვრილმან დეტალებს გაეცნობით ტურის დაწყების წინ.
შეკრების ადგილი: სააკაძის მოედანთან (საბურთალო, გეპეის VI კორპუსის წინ)
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება!!!
(რადგან ტური არ ჩაიშალოს)
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დარეკეთ: ტლ: ;
ჟინვალი — რა ტურებს გთავაზობთ
ჟინვალი ჩვეულებრივ ყაზბეგისა და გუდაურის ერთდღიან ტურში შედის — ტრანსპორტით თბილისიდან, გიდით და გაჩერებით ანანურთან. მარშრუტს თქვენს დღეზე შევადგენთ, სურვილისამებრ ღამისთევითაც.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, მწვანე ან შემოდგომისფერი ფერდობები და წყალსაცავის ყველაზე ლამაზი ფერი.
ივლის-აგვისტოში აქ თბილისზე გრილა, მაგრამ შაბათ-კვირას სამხედრო გზაზე საცობია.
ზამთარში დაბამდე გზა ღიაა; ზემოთ, გუდაურისკენ, თოვლი და ჯაჭვები შეიძლება დაგჭირდეთ.
რა ვნახოთ
- ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი ტბა მთებს შორის; თბილისის სასმელი წყლის წყაროა, ამიტომ ბანაობა აკრძალულია
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით წყალსაცავის ნაპირზე, დაბიდან 6–7 კმ-ში
- ჟინვალჰესის კაშხალი — დიდი მიწის კაშხალი, საიდანაც წყალსაცავი და არაგვის ხეობა კარგად ჩანს
- ბაზალეთის ტბა — ლეგენდებიანი ტბა 15 კმ-ში, საზაფხულო დასვენების ადგილი
- ფშავის არაგვის ხეობა — გზა ბარისახოსა და შატილისკენ აქედან იწყება
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სამხედრო გზით დაახლოებით 65 კმ-ია, 50–60 წუთი. დიდუბის სადგურიდან ფასანაურისა და სტეფანწმინდის მარშრუტკები ჟინვალზე გადის, მგზავრობა დაახლოებით 1 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (E117) თბილისიდან მცხეთის გავლით; ჟინვალთან იწყება გზა ფშავ-ხევსურეთისკენ.
სად დავრჩეთ: რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი წყალსაცავის გარშემო; მეტი არჩევანია ანანურსა და ფასანაურში.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის; ანანურის ეკლესიისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი დაბაში და ტრასაზე კარგად მუშაობს.