ბათუმი, დასვენება * სასტუმროში
ფოტო: Sosotedrd · CC BY-SA 4.0; Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0; Krzysztof Ziarnek, Kenraiz · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ცხელ-ცხელი საზაფხულო შემოთავაზება ზღვის მოყვარულებს!
დაისვენე სასტუმროში ???????????????????? ???????????????????????? ???????????????????????? ????* სრული კომფორტით, ერთი კვირით ივლისის, აგვისტოს და სექტემბრი თვეში სპეციალურ ფასად!
იჩქარეთ! ჯავშნები მიიღება მხოლოდ15 ივლისამდე!
ფასი აქტიურია ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებზე.
• ტრანსპორტირება თბილისი-ბათუმი-თბილისი
• 6 ღამით განთავსება სასტუმროში
• კვება - საუზმე
• ღია და დახურული აუზი
დაჯავშნამდე აუცილებელია ადგილების გადამოწმება!
ელ-ფოსტა:
ბათუმი — რა ტურებს გთავაზობთ
ბათუმის ტური — მატარებლის ან ავტობუსის ბილეთები, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარაში ან გონიოში. დაგვიკავშირდით და თქვენს თარიღებზე ვარიანტებს მოგიმზადებთ.
როდის წავიდეთ
საცურაო სეზონი ივნისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 25–30°, ზღვა აგვისტოში 25–26°-მდე თბება. ივლისი–აგვისტო ყველაზე ხალხმრავალი და ტენიანია.
სექტემბერი ყველაზე სასიამოვნოა — ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს, მაგრამ 8–12° ახლოსაა და ქალაქში სეირნობა, კაზინოები და რესტორნები მთელი წელი მუშაობს.
რა ვნახოთ
- ბათუმის ბულვარი — 7 კმ-ზე მეტი სანაპირო ზოლი სასეირნო და საველოსიპედო ბილიკებით
- ძველი ბათუმი — ევროპის მოედანი, პიაცა და XIX საუკუნის სახლები ვიწრო ქუჩებზე
- ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ცენტრიდან 9 კმ-ში; სუბტროპიკული ტყე ზღვის თავზე
- ალი და ნინოს ქანდაკება და ანბანის კოშკი — ახალი ბულვარის სიმბოლოები, საღამოს განათებით
- არგოს საბაგირო — ანურიას მთაზე ასვლა ქალაქისა და ნავსადგურის ხედით
- არდაგანის ტბა — მუსიკალური შადრევნები საღამოობით
როგორ მივიდეთ
მატარებლით თბილისიდან ბათუმამდე 5–5,5 საათია, დღისით და ღამითაც დადის. მანქანით დაახლოებით 370 კმ-ია, რიკოთის ახალი გზით 4,5–5,5 საათი — საცობის მიხედვით; ავტობუსები და მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან მატარებლით, მანქანით ან ავტობუსით; ზაფხულში ბილეთები წინასწარ იყიდეთ.
სად დავრჩეთ: ბულვარისა და ძველი ბათუმის სიახლოვეს — სასტუმროები და აპარტამენტები; ახალ ბულვარზე — მაღლივი სასტუმროები ზღვის ხედით.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე, პლაჟისთვის — სპეციალური ფეხსაცმელი, რადგან სანაპირო კენჭოვანია.
გადაადგილება: ქალაქის ავტობუსები, ტაქსი აპლიკაციით და ველოსიპედის გაქირავება ბულვარზე.