თუშეთის დღიანი ტური
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ჩვენ ვიწყებთ თუშეთს ????????
გთავაობთ თუშეთის 3 დღიან ტურებს მთელი სეზონის განმავლობაში 220
????????
დაგვემგზავრეთ!
გთავაზობთ მაღალ ხარისხს,
დაბალ ფესებში, ამაღელვებელი მოგონებებითა და ემოციებით სავსეს ????????
???????? რომლის არ ნახვაც დანაშაულია ????
ტურის აღწერა:
????პირველი დღე:
-გასვლა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით.
-გავჩერდებით აბანოს უღელტეხილზე, შევისვენებთ, წავიპიკნიკებთ და გავაგრძელებთ გზას.
-დავბინავდებით სასტუმროში, შევისვენებთ და შემდეგ მოვინახულებთ აღნიშნულ სოფლებს: შენაქო, დიკლო, ომალო.
-საღამოს თუშური ვახშამი და დასვენება ????????
გასათვალისწინებელი
ფეხით სავალი მონაკვეთი დიკლოში 5 კმ .
ცუდი ამინდის შემთხვევაში დიკლოში ვერ გადავალთ
????მეორე დღე:
-ზემო ომალო, (კესელოს ციხეები), დართლო, კვავლო, გირევი, ბეღელა, ჯვარბოსელი
-დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი და დასვენება
ვითვალისწინებთ
ფეხით სავალი მონაკვეთი: კვავლოში 3 კმ.
სოფ. გირევში 1 კმ.
????მესამე დღე:
-მოვინახულებთ ულამაზესი გომეწრის ხეობის სოფლებს, კერძოდ: ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ სოფელს ბოჭორნა(2350მ) დოჭუს.
-გამომგზავრება თბილისის მიმართულებით,
გზად მოვინახულებთ ალავერდის საკათედრო ტაძარს
????გასათვალისწინებელი დეტალები:
მიგვაქვს კომფორტული ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი.
-გასვლის ადგილი: თბილისი, რუსთაველი, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორია
-გასცლის დრო: დილის 4 საათი
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.