თუშეთის დღიანი ტური
ფოტო: Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ჩვენ ვიწყებთ თუშეთს ????????
ყველაზე იაფად და მაღალი ხარისხით ????
გთავაობთ თუშეთის 3 დღიან ტურს
თუშეთი, მთელი სეზონის განმავლობაში 220
????????
დაგვემგზავრეთ!
გთავაზობთ მაღალ ხარისხს,
დაბალ ფესებში, ამაღელვებელი მოგონებებითა და ემოციებით სავსეს ????????
???????? რომლის არ ნახვაც დანაშაულია ????
ჩვენ ყველა პარასკევი, შაბათი, კვირა მივემგზავრებით რომ ვნახოთ სამოთხე დედამიწაზე და გავატაროთ დაუვიწყარი დღეები ????????
ტურის აღწერა:
????პირველი დღე:
-გასვლა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით.
-გავჩერდებით აბანოს უღელტეხილზე, შევისვენებთ, წავიპიკნიკებთ და გავაგრძელებთ გზას.
-დავბინავდებით სასტუმროში, შევისვენებთ და შემდეგ მოვინახულებთ აღნიშნულ სოფლებს: შენაქო, დიკლო, ომალო.
-საღამოს თუშური ვახშამი და დასვენება ????????
გასათვალისწინებელი
ფეხით სავალი მონაკვეთი დიკლოში 5 კმ .
ცუდი ამინდის შემთხვევაში დიკლოში ვერ გადავალთ
????მეორე დღე:
-ზემო ომალო, (კესელოს ციხეები), დართლო, კვავლო, გირევი, ჭეშო და ფარსმა
-დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი და დასვენება
ვითვალისწინებთ
ფეხით სავალი მონაკვეთი: კვავლოში 3 კმ.
სოფ. გირევში 1 კმ.
????მესამე დღე:
-მოვინახულებთ ულამაზესი გომეწრის ხეობის სოფლებს, კერძოდ: ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ სოფელს ბოჭორნა(2350მ) დოჭუს. ბეღელა და ჯვარბოსელა
-გამომგზავრება თბილისის მიმართულებით,
გზად მოვინახულებთ ალავერდის საკათედრო ტაძარს
????გასათვალისწინებელი დეტალები:
მიგვაქვს კომფორტული ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი.
-გასვლის ადგილი: თბილისი, რუსთაველი, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორია
-გასცლის დრო: დილის 4 საათი
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.