ჯუთა ივნისს - შაბათს

ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაყაზბეგი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60410

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

""-ი გთავაზობთ ჯუთას ტურს.

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
????გუდაურის პანორამას
????სოფელი სნო, სნოს ციხე და ეკლესია
????ჯუთა -ჭაუხები, ულამაზესი პანორამული ხედები - ზღ.დ 2200 მეტრზე
????ჯუთას ტბა და ჩანჩქერი

???? ფეხით სავალი, ჯამში - 7კმ. (ორი გზა)

????ტრანსპორტირება
????გიდის მომსახურება
????ფოტო გადაღება
????პირველადი დახმარება საჭიროებისამებრ.

????კვება, საკვები მოაქვს ყველას ინდივიდუალურად, შემდგომში საერთო პიკნიკის მოსაწყობად.

???? გასათვალისწინებელი ფაქტორები:

ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს, ვმოქმედებთ გუნდურად.
ვუფრთხილდებით გარემოს, არ ვანაგვიანებთ.
ვიცვამთ კომფორტულად, თან იქონიეთ - ქუდი, მზის დამცავი, წყალი. უამინდობის შემთხვევაში კი - საწვიმარი.
ვართ პოზიტიურები და ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოგვიწევს რიგი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა:

????დანიშნულების ადგილზე მოსვლისას მოვახდენთ თერმოსკრინინგს
????მგზავრობისას უნდა გეკეთოთ პირბადე

აღნიშნული რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის

????შეხვედრის ადგილი:
ქ.თბილისი, რედისონთან არსებულ ველოსიპედის ძეგლთან.
შეხვედრის დრო: 07:00
გასვლის დრო: 07:30

???? დავითი
ნატა

ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ
#Onesteptraveler ????

ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.

რა ვნახოთ

  • გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
  • გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
  • დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
  • ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
  • ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
  • რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.

ყაზბეგი: გზამკვლევი
ყაზბეგი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში შეიძლება ყაზბეგის ნახვა?
დიახ, თბილისიდან ერთდღიანი ტური ანანურს, ჯვრის უღელტეხილსა და გერგეტის სამებას მოიცავს. მყინვარისა და ჯუთისთვის მინიმუმ ერთი ღამე დარჩით.
ღიაა თუ არა გზა ზამთარში?
ძირითადად ღიაა, მაგრამ ძლიერი თოვლისა და ზვავის საფრთხისას ჯვრის უღელტეხილს კეტავენ. გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ და მანქანას ზამთრის საბურავები სჭირდება.
რამდენად რთულია გერგეტის სამებამდე ასვლა?
ფეხით 1–1,5 საათი საშუალო სირთულის აღმართია, ბილიკი კარგად ჩანს. ასვლა ჯიპითაც შეიძლება, ეკლესიასთან გზა მიდის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, სამებამდე მანქანით ავა ნებისმიერი ასაკის ბავშვი, ტრუსოსა და ჯუთის ბილიკები კი უფროსი ბავშვებისთვის კარგია. თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.