ტური ბატეთის ტბაზე !!!

ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქარელი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60392

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

????ერთად გავხსნათ ზაფხულის სეზონი ძამას ხეობაში

????ფეხით გასავლელი მანძილი-
5 კილომეტრი, (სირთულე-ადვილი)
ულამაზეს ხეობაში ვიმოგზაურებთ.

ასევე მოვილოცავთ:
ყინწვისის ღვთისმშობლის ტაძარს.
სარკინეთის შიო მღვიმელის
სახელობის კლდეში ნაკვეთ ულამაზეს ეკლესიას
ორთუბნის დედათა მონასტერს
მზოვრეთის მონასტერს

შემდეგ გავემართებით ბატეთის ტბაზე, მიკროავტობუსებს გავაჩერებთ ტბეთის გადასახვევთან და გავუყვებით გზას ტბისკენ.
გზაში ძალიან სასიამოვნო ადგილებს გავივლით და 1 საათში უკვე ტბაზე ვართ, სადაც გადავიღებთ ფოტოებს განტვირთვისთვის
სასურველია წავიღოთ პარალონები ძირს დასაგებად და ტბის ხედით დავტკბეთ

????თან ვიქონიოთ საჭმელი, ან ქარელში ვიყიდით სამწვადეს სურვილისამებრ და პიკნიკს გავმართავთ

გასათვალისწინებელი პირობები:

არ ვყრით ნაგავს
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ

????ტურის გაძვირება გამოიწვია ახალმა რეგულაციებმა, რომლის თანახმადაც ტრანსპორტში 20-ის ნაცვლად განთავსდება 11 ვიზიტორი, ანუ განთავსდებით დისტანციურად !
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
პროფესიონალი გამყოლი
თერმოსკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი

კვება (ინდივიდუალურია) , ყველას მოგვაქვს სახლიდან 1 დღის სამყოფი საკვები.????????

????გასვლის დრო:
????დილის 7:00 საათი.
????გასვლის ადგილი:
????თბილისი, სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლთან.
.
----------------------
გიორგი
ბექა

ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ

ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.

რა ვნახოთ

  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
  • რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
  • სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
  • ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.

ქარელი: გზამკვლევი
ქარელი

ხშირი კითხვები

რა არის ქარელთან აუცილებლად სანახავი?
ყინწვისის მონასტერი და მისი ფრესკები. თუ დრო გაქვთ, დაამატეთ რუისი და ურბნისი — ორივე ახლოსაა.
შეიძლება ქარელი ბორჯომის გზაზე ჩავრთოთ?
კი, ქარელი თბილისი–ბორჯომის გზაზეა. ყინწვისზე გადახვევას 1–2 საათი დასჭირდება.
როდის არის ხილის მოსავალი?
ატამი ძირითადად ივლის-აგვისტოშია, ვაშლი — სექტემბერ-ოქტომბერში. ამ დროს გზისპირა ბაზრობებზე ხილი ბევრია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.