ერთდღიანი ჯიპ-ტური ძამას ხეობაში! ყინწვისი, ორთუბანი, მზოვრეთი, სარკინეთი, ქოზიფა.
ფოტო: Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,," გთავაზობთ ერთდღიან ჯიპ-ტურს ულამაზეს ძამას წმინდა ხეობაში
ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს
• მგზავრების რაოდენობა 7-14-21... ადამიანი
• შეკრების ადგილი: მ. დიდუბე ( სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია ) 8:00 საათი
მარშრუტი:
• ქარელი
• ყინწვისის მამათა მონასტერი.
• ორთუბანი დედათა მონასტერი.
• მზოვრეთის მამათა მონასტერი.
• სარკინეთი (კლდეში ნაკვეთი მამათა ტაძარი)
• ქოზიფა მამათა მონასტერი.
• ყველგან მივდივართ მანქანით და ფეხით არ გვიწევს არსად სიარული
• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი კომფორტული ჯიპით (MITSUBISHI DELICA 4x4)
• გამოცდილი მძღოლი-გამყოლი
გასათვალისწინებელი ფაქტორი:
• მანდილოსნებმა ტაძრებში შესასვლელად წამოიღეთ კაბა და მანდილი
• ან მოგვწერეთ facebook :
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქ. ბანკის მეშვეობით:
ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.
რა ვნახოთ
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
- რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
- ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
- სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
- ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.