ერთდღიანი ჯიპ-ტური ყაზბეგში! გერგეტის სამება, დარიალის სამონასტრო კომპლექსი, გველეთის ჩანჩქერი.
ფოტო: Аліна Семенець · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; MaxBenidze · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,," გთავაზობთ ერთდღიან ტურს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ყაზბეგში
• ტური გაიმართება ყოველდღე
• მგზავრების რაოდენობა: 7-14-21... პერსონა
• ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
შეკრების ადგილი:
• თბილისი: მ.დიდუბე ( სამთო ქიმიის წინ) 8:00 საათი
მარშრუტი:
• ჟინვალის წყალსაცავი
• ანანურის სამონასტრო კომპლექსი
• თეთრი და შავი არაგვის შესართავი
• გუდაურის გადმოსახედი
• ჯვრის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2395 მ.)
• ვეძა (მჟავე წყალი)
• გერგეტის სამება (ზღვის დონიდან 2200 მ.)
• გველეთის ჩანჩქერი (ფეხით სასიარულო 500 მ.)
• დარიალის სამონასტრო კომპლექსი
• სნოს ციხე და პატრიარქის სახლ-მუზეუმი
• სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მთიულური ხინკლის დაგემოვნება.
• უცხოენოვანი გიდის მომსახურება +.
• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი ჯიპით. (MITSUBISHI DELICA 4x4)
• გამოცდილი და მაღალი კლასის მძღოლი-გამყოლი
საჭირო ეკიპირება:
• მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი (ტაძრებში შესასვლელად წამოიღეთ კაბა და მანდილი
• ან მოგვწერეთ facebook :
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქ. ბანკის მეშვეობით:
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.