კახისის ტბა / დღიანი ტური/ განიტვირთე ფენომენალურად
ფოტო: Davit 83 · CC BY-SA 4.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0; Kober · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის სირთულე: საშუალო
ტურის საფასური:
ტურის აღწერა:
გასვლა 07:00 რუსთაველი (ველისოპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია)
მოსანახულებელი ადგილები
✅მწვანე მონასტერი
✅პატარა დაბაძველი
✅დიდი დაბაძველი
✅წეროს ტბა
✅კახისის ტბას
✅დაბანაკება კახისის ტბის მიმდებარე ტეროტირიაზე
✅კოცონი
✅მუსიკა
✅გასართობი თამაშები
✅პიკნიკი
✅ბორჯომის პარკი
✅ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
✅სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში ტურისტი ავტომატურად მოიხსნება ტურიდან (დარიცული თანხა უკან არ ბრუნდება)
✅ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
✅ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
???? სატრანსპორტო მომსახურება:
???? გამოცდილი გამყოლი:
???? ფოტო გადაღება (ინდივიდუალური ფოტოსესია (Canon 60D)
???? კარავი
???? პარალონი
???? საძილე ტომარა
???? სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
???? გიორგი
???? ნინი
ბორჯომი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ბორჯომში — ტრანსპორტი თბილისიდან, პარკი და აბანოები, სურვილისამებრ ვარძია ან ბაკურიანი და ღამისთევა სპა-სასტუმროში. ჩვენ შევარჩევთ ვარიანტს თქვენს დღეებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ტყეში სასეირნოდ კომფორტულია, შემოდგომაზე ხეობა ყვითლდება.
ივლისი–აგვისტოში თბილისზე გრილა, 26–28°, მაგრამ ეს ყველაზე ხალხმრავალი სეზონია.
ზამთარში თოვლიანი და მშვიდია; ბევრი ბაკურიანში სათხილამუროდ მიდის, ბორჯომში კი თბილ წყაროებში ბანაობს.
რა ვნახოთ
- ბორჯომის მინერალური წყლების პარკი — წყაროები, საბაგირო და ძველი პავილიონები
- გოგირდის აბანოები — ღია აუზები თბილი წყლით პარკის ზედა ნაწილში
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი — მარკირებული ბილიკები ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე
- ლიკანის სასახლე — რომანოვების ყოფილი რეზიდენცია, დღეს პრეზიდენტის რეზიდენცია
- მწვანე მონასტერი — ძველი ქვის ეკლესია ტყეში, ჩითახევთან, ქალაქიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- „კუკუშკა" — ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბაკურიანამდე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ხაშურის გავლით დაახლოებით 160 კმ-ია, 2,5–3 საათი. მარშრუტკა დიდუბიდან დადის (დაახლოებით 3 საათი), ხოლო ელმატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 4 საათზე მეტს მიდის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისი–ხაშური ავტომაგისტრალით, შემდეგ მტკვრის ხეობით; გზა მთელი წელი კარგია.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და ლიკანში — სანატორიუმები, სპა-სასტუმროები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი პარკის ბილიკებისთვის, საცურაო კოსტიუმი გოგირდის აბანოებისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ეროვნული პარკის სიღრმეში — სუსტი.