ტაბაწყურის ტბა / განიტვირთე ფენომენალურად

ფოტო: Davit 83 · CC BY-SA 4.0; Serafita · CC BY-SA 4.0; Serafita · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაახალქალაქი, ბორჯომი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60319

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ჯუთაში

ტურის სირთულე: საშუალო
ტურის საფასური: )

ტურის აღწერა:
07:30 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლიდან)
✅ ბორჯომის ხეობა
✅ ცხრაწყაროს უღელტეხილი
✅ ტაბაწყურის ტბა
✅ სოფელი ტაბაწყური
✅ თავისუფალი დრო ხედების და განტვირთვისთვის
✅ აქვე შეგვიძლია დავაგემოვნოთ ადგილობრივი თევზი და კიბორჩხალა.
22:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
✅ სატრანსპორტო მომსახურება (სპრინტერის კომფორტული მიკროავტობუსი)
✅გამოცდილი გამყოლი;
✅ფოტო-ვიდეო გადაღება.
✅გასართობი თამაშები

✅ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
✅ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
✅ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.

იყავი გამორჩეული ფენომენალურ ტურებთან ერთად!

???? სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
???? გიორგი
???? ნინი

ახალქალაქი — რა ტურებს გთავაზობთ

ჯავახეთის ტური ახალქალაქს, ვარძიას და ზეგანის ტბებს აერთიანებს — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და ღამისთევა ახალქალაქში ან ახალციხეში. ზაფხულის თარიღს ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–აგვისტო: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ზეგანზე ყვავილობის დროა.
მაისი და სექტემბერი ცივია, 10–18°, ამინდი სწრაფად იცვლება.
ზამთარი გრძელი და მკაცრია, ყინვა -20°-მდე ჩადის და წალკის გზაზე ხშირად თოვს.

რა ვნახოთ

  • ახალქალაქის ციხე — შუა საუკუნეების გალავნის ნაშთები ქალაქის თავზე
  • კუმურდოს ტაძარი — 964 წლის ტაძარი ქართული წარწერებით, დაახლოებით 10 კმ-ში
  • ვარძია — კლდეში ნაკვეთი მონასტერი, გზით დაახლოებით 40 კმ
  • ქარწახის ტბა — დიდი ტბა თურქეთის საზღვარზე, ფრინველებით
  • სამსარის ქედი — ჩამქრალი ვულკანები და მთის ბილიკები
  • აბულის ციხე — კიკლოპური ციხე-სიმაგრე ქედის კალთაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან წალკისა და ნინოწმინდის გავლით დაახლოებით 180 კმ-ია, 3–3,5 საათი; ბორჯომი–ახალციხის გზით 250 კმ-ზე მეტი. მარშრუტკები დიდუბიდან (ახალციხის გავლით) და სამგორიდან (წალკის გავლით) გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: წალკა–ნინოწმინდის გზით უფრო მოკლეა, ბორჯომი–ახალციხის გავლით — გრძელი, მაგრამ ზამთარში უფრო საიმედო.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე პატარა სასტუმრო და გესტჰაუსია.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც — საღამოს გრილა.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში მუშაობს; ქალაქში ბევრგან სომხურად და რუსულად ლაპარაკობენ.

ახალქალაქი: გზამკვლევი
ახალქალაქი

ხშირი კითხვები

რომელი გზით ჯობს წასვლა — წალკით თუ ბორჯომით?
ზაფხულში წალკის გზა უფრო მოკლეა. ზამთარში და თოვლის დროს უფრო საიმედოა ბორჯომი–ახალციხის გზა.
რა ჩამოვიტანოთ ახალქალაქიდან?
ჯავახური ყველი და ადგილობრივი კარტოფილი ცნობილია. ყველის პატარა საწარმოები ზოგჯერ სტუმრებს დეგუსტაციას სთავაზობს.
რამდენი დღე სჭირდება?
ახალქალაქისა და ვარძიისთვის ერთი ღამე საკმარისია; ტბებისა და სამსარის ლაშქრობისთვის 2–3 დღე სჯობს.
რა ამინდია ზაფხულში?
დღისით თბილა, 20–25°, მაგრამ ღამე 10°-მდე ცივდება. ქურთუკი აუცილებლად წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.