გომისმთა /ზღაპრული გარემო/განიტვირთე ფენომენალურად- ივნისი

ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაჩოხატაური
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60306

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ორდღიან ტურს ღრუბლებს ზევით გომის მთაზე.

გომის მთაზე
ტურის სირთულე: საშუალო
ტურის საფასური: (საფასურში შედის სალაშქრო აღჭურვილობაც)
კოტეჯში განთავსების შემთხვევაში თანხა არის განსხვავებული.

ტურის აღწერა:
07:00 შეკრება
07:30 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)
პირველი დღე:
გზაში ვყიდულობთ ყველა საჭირო პროდუქტს.
გომის მთაზე ასვლა, დაბანაკება, კარვებში განთავსება, პიკნიკი,კოცონი.

მეორე დღე:
გასვლა შეკვეთილის მიმართულებით
შემოქმედის მონასტერის მონახულება
დენდროლოგიური პარკის მონახულება

18:00 თბილისისკენ გამომგზავრება
23:30 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
????სატრანსპორტო მომსახურება
????გამოცდილი გამყოლი (გომის მთაზე ტურების 3 წლიანი გამოცდილება)
????ფოტო-ვიდეო გადაღება (ინდივიდუალური ფოტოსესია)
????კარავი
????პარალონი
????საძილე ტომარა

ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.

????დამატებითი ინფორმაცია:
კვება ინდივიდუალურად (ბუნებაში ვშლით საერთო სუფრას)
მოსახერხებელი და შესაფერისი ჩაცმულობა
საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალება,
განთავსება შესაძლებელია,როგორც კარავში,ასევე კოტეჯში.შეთანხმება ხდება წინასწარ !

იყავი გამორჩეული ფენომენალურ ტურებთან ერთად!

???? სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
???? გიორგი
???? ნინი

ჩოხატაური — რა ტურებს გთავაზობთ

ჩოხატაურზე გავლით ბახმაროს ტურს ვგეგმავთ: ტრანსპორტი მთის გზისთვის მომზადებული მანქანით, ღამისთევა კოტეჯში და, სურვილისამებრ, ერკეთის მონასტერი. თარიღს და ღამეების რაოდენობას თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

ივლისი–აგვისტო ბახმაროს სეზონია: მთაში 18–22°, ქვემოთ, ჩოხატაურში კი ნოტიო სიცხე.
მაისი, სექტემბერი და ოქტომბერი კარგია ქალაქისა და ახლომდებარე მონასტრებისთვის; ბახმაროს გზა ჩვეულებრივ მაისიდან ნოემბრამდეა გახსნილი.
ზამთარში ქვემოთ რბილი, წვიმიანი ამინდია, მთაში კი გზა თოვლით იკეტება.

რა ვნახოთ

  • ბახმარო — მთის კურორტი 2000 მ-ზე, ხის კოტეჯები, წიწვოვანი ტყე და ზაფხულის გრილი ჰაერი
  • ერკეთის მონასტერი — IX საუკუნის ტაძარი ქალაქიდან 6 კმ-ში, სამხრეთით
  • ნაბეღლავი — სოფელი, რომლის მინერალური წყალიც მთელ საქართველოში იყიდება
  • გურული მრავალხმიანობა — ადგილობრივი გუნდები და ფოლკლორი, ხშირად სოფლის დღესასწაულებზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 270 კმ-ია (3,5–4 საათი), ოზურგეთიდან — 25-იოდე კმ. ბახმარომდე ციცაბო და დაკლაკნილი მთის გზაა, 50 კმ, 1,5–2 საათი; ჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისის ავტომაგისტრალით სამტრედიამდე, შემდეგ გურიისკენ, დაახლოებით 30 კმ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე გესტჰაუსია; ზაფხულში უმეტესობა ბახმაროს კოტეჯებში ჩერდება.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი, ღამით ზაფხულშიც გრილა.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ბახმაროს გზაზე სიგნალი ადგილ-ადგილ წყდება.

ჩოხატაური: გზამკვლევი
ჩოხატაური

ხშირი კითხვები

როდის არის ბახმაროს გზა გახსნილი?
ჩვეულებრივ მაისიდან ნოემბრამდე, სეზონის პიკი ივლისი–აგვისტოა. ზამთარში თოვლის გამო გზა იკეტება.
ჩვეულებრივი მანქანით შეიძლება ბახმარომდე ასვლა?
მშრალ ამინდში ასვლა შეიძლება, მაგრამ გზა ციცაბოა და ადგილ-ადგილ ცუდ მდგომარეობაში. წვიმის შემდეგ მაღალი გამავლობის მანქანა ან ადგილობრივი მძღოლი სჯობს.
რა ვჭამოთ?
გურული ღვეზელი, ბახმაროში კი — მჭადი და ახალი ყველი. შობის დღეებში გურიაში ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელს აცხობენ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.