ერთდღიანი ტური სამცხე-ჯავახეთში .. ბორჯომი-მწვანე მონასტერი-რაბათი-ვარძია
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Lohen11 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ ტურს სამცხე-ჯავახეთში... მოგზაურიბისას თქვენ ნახავთ:
1) ბორჯომის ისტორიული პარკი
2) მწვანე მონასტერი
3) რაბათის ციხე
4) ვარძია... ლიკანი
ტური უნდა შედგებოდეს 7 ადამიანით... თქვენი ან ჩვენს მიერ შერჩეულ დღეს... 3 პერსონამდე კი სურვილის მიხედვით ახალი მსუბუქი ავტომობილით მომსახურება...
ან ფასის შეთანხმებით მგზავრების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს..
თქვენ მოგემსახურებუან გამოცდილი მძღოლი და მრავალენოვანი გიდები,
ჩვენი მომსახურება ვრცელდება როგორც უცხოელ ტურისტებზე ასევე ჩვენს თანამემამულეებზე...
დღეებში და დროში შეზღუდვები არ იქნება..
ასევე დავგეგმავ ტურს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში... ან მივიღებთ თქვენს დაკვეთას...
რათქმაუნდა თქვენთვის მისაღებ ფასებში..
ბორჯომი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ბორჯომში — ტრანსპორტი თბილისიდან, პარკი და აბანოები, სურვილისამებრ ვარძია ან ბაკურიანი და ღამისთევა სპა-სასტუმროში. ჩვენ შევარჩევთ ვარიანტს თქვენს დღეებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ტყეში სასეირნოდ კომფორტულია, შემოდგომაზე ხეობა ყვითლდება.
ივლისი–აგვისტოში თბილისზე გრილა, 26–28°, მაგრამ ეს ყველაზე ხალხმრავალი სეზონია.
ზამთარში თოვლიანი და მშვიდია; ბევრი ბაკურიანში სათხილამუროდ მიდის, ბორჯომში კი თბილ წყაროებში ბანაობს.
რა ვნახოთ
- ბორჯომის მინერალური წყლების პარკი — წყაროები, საბაგირო და ძველი პავილიონები
- გოგირდის აბანოები — ღია აუზები თბილი წყლით პარკის ზედა ნაწილში
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი — მარკირებული ბილიკები ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე
- ლიკანის სასახლე — რომანოვების ყოფილი რეზიდენცია, დღეს პრეზიდენტის რეზიდენცია
- მწვანე მონასტერი — ძველი ქვის ეკლესია ტყეში, ჩითახევთან, ქალაქიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- „კუკუშკა" — ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბაკურიანამდე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ხაშურის გავლით დაახლოებით 160 კმ-ია, 2,5–3 საათი. მარშრუტკა დიდუბიდან დადის (დაახლოებით 3 საათი), ხოლო ელმატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 4 საათზე მეტს მიდის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისი–ხაშური ავტომაგისტრალით, შემდეგ მტკვრის ხეობით; გზა მთელი წელი კარგია.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და ლიკანში — სანატორიუმები, სპა-სასტუმროები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი პარკის ბილიკებისთვის, საცურაო კოსტიუმი გოგირდის აბანოებისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ეროვნული პარკის სიღრმეში — სუსტი.