მოგზაურობის სეზონის გახსნა რაჭაში
ფოტო: G.N. · CC BY-SA 3.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; ალ-ო · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კარავი/სპალნიკი/პარალონი (ამ ეკიპირების ქონის შემთხვევაში თქვენთვის ტური ეღირება )
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლის მომსახურება
ფოტოგრაფის მომსახურება
ჭკუამხიარული ანიმატორი, რომლის მეშვეობით დღეს უფრო მხიარულად გავატარებთ
ჯენლტმენი, რომელიც გოგონებს სირთულეების გადალახვაში დაეხმარება
???? დილის 06:30-დან 07:00 საათამდე შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროს წინ!
დაგვიანებულებს დაველოდებით მხოლოდ 10 წუთით!
???? მარშრუტი:
დღე პირველი
???? ნიკორწმინდა
???? ბარაკონი
???? საყინულე
???? შოვი
???? შაორის ტბა - შაორის ტბასთან დაბრუნებისას გაიშლება კარვები მოეწყობა კემპინგ ზონა როგორც ჩვენი ტურისთვის ასევე სხვა მოგზაურობის სეზონის გახსნის დღესთან შემოერთებული ტურისტულებისთვის სადაც დაინთება კოცონი იქნება მუსიკა სასმელი და DJ
დღე მეორე:
???? ნაქერალას უღელტეხილი
???? ცხრაჯვარი
საჭირო ეკიპირება ????
???? სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი (სასურველია 2 წყვილი)
???? თბილი მოსაცმელი
???? ზურგჩანთა
???? წესები:
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში!
ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას!
ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: კატა, ძაღლი, მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება!
ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს ????
????ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში
ამბროლაური — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ამბროლაურსა და მის შემოგარენში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია ხვანჭკარის მარანში და ღამისთევა რაჭაში. ორ-სამდღიან მარშრუტს ონითა და შოვით შეგიდგენთ თქვენთვის სასურველ დღეებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დღისით 18–25°, ოქტომბერში რაჭაში რთველია და ხვანჭკარას კრეფენ.
ივლისი–აგვისტო თბილია, 28–30°-მდე, მაგრამ საღამოს მთიდან გრილი ქარი უბერავს.
ზამთარში თოვლიანია; ქალაქამდე გზა იწმინდება, თუმცა მაღალმთიან სოფლებში მისვლა შეიძლება გაჭირდეს.
რა ვნახოთ
- ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი მდიდარი ქვის ჩუქურთმით, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
- ხვანჭკარა — სოფელი, რომლის ვენახებიდანაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილი ღვინო მოდის; მარნებში დეგუსტაციაა
- შაორის ტბა — ხელოვნური ტბა ნაკერალის ქედზე, ფიჭვნარით და გრილი ჰაერით
- ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი სოფელ ცესში, ღრმა ხეობის თავზე
- ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი — რაჭველი მხატვრების ნამუშევრები და ადგილობრივი ეთნოგრაფია
- რიონის სანაპირო — სასეირნო ადგილი ქალაქის ცენტრთან
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ამბროლაურამდე დაახლოებით 220 კმ-ია, მანქანით 3,5–4 საათი. მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან დადის და 4,5–5 საათი მიდის; ამბროლაურის აეროპორტში ნატახტრის აეროდრომიდან პატარა თვითმფრინავიც დაფრინავს, მაგრამ არა ყოველდღე — განრიგი წინასწარ გადაამოწმეთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ბოლო მონაკვეთი მთის დაკლაკნილი გზაა, ზამთარში საბურავები და ამინდი წინასწარ გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე სასტუმროა, ხოლო ხვანჭკარასა და ახლომდებარე სოფლებში — საოჯახო მარნები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი საღამოსთვის, ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, სოფლებში — ცვალებადად.