გომისმთა / განიტვირთე ფენომენალურად
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
განთავსება ხდება ,როგორც კარვებში ასევე კოტეჯებში.
შეთანხმება წინასწარ .
#გამოგვყევი გომის მთაზე
ტურის სირთულე: მარტივი
ტურის საფასური:
ტურის აღწერა:
07:00 შეკრება
07:30 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)
პირველი დღე:
გზაში ვყიდულობთ ყველა საჭირო პროდუქტს
გომის მთაზე ასვლა, დაბანაკება, კარვებში განთავსება, პიკნიკი,კოცონი.
მეორე დღე:
გასვლა ქობულეთის მიმართულებით
შემოქმედის მონასტერის მონახულება
თავისუფალი დრო ზღვაზე
18:00 თბილისისკენ გამომგზავრება
23:30 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
????სატრანსპორტო მომსახურება
????გამოცდილი გამყოლი (გომის მთაზე ტურების 3 წლიანი გამოცდილება)
????ფოტო-ვიდეო გადაღება (ინდივიდუალური ფოტოსესია)
????საკარვე აღჭურვილობა (საძილე ტომარა, პარალონი)
????კოტეჯში განთავსება
????დამატებითი ინფორმაცია:
კვება ინდივიდუალურად (ბუნებაში ვშლით საერთო სუფრას)
მოსახერხებელი და შესაფერისი ჩაცმულობა
საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალება,
განთავსება შესაძლებელია,როგორც კარავში,ასევე კოტეჯში.შეთანხმება ხდება წინასწარ !
იყავი გამორჩეული ფენომენალურ ტურებთან ერთად!
???? სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
???? გიორგი
???? ნინი
#gomismta #გომისმთა #გურია #ქობულეთი #guria
#gomi #გომი
ჩოხატაური — რა ტურებს გთავაზობთ
ჩოხატაურზე გავლით ბახმაროს ტურს ვგეგმავთ: ტრანსპორტი მთის გზისთვის მომზადებული მანქანით, ღამისთევა კოტეჯში და, სურვილისამებრ, ერკეთის მონასტერი. თარიღს და ღამეების რაოდენობას თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
ივლისი–აგვისტო ბახმაროს სეზონია: მთაში 18–22°, ქვემოთ, ჩოხატაურში კი ნოტიო სიცხე.
მაისი, სექტემბერი და ოქტომბერი კარგია ქალაქისა და ახლომდებარე მონასტრებისთვის; ბახმაროს გზა ჩვეულებრივ მაისიდან ნოემბრამდეა გახსნილი.
ზამთარში ქვემოთ რბილი, წვიმიანი ამინდია, მთაში კი გზა თოვლით იკეტება.
რა ვნახოთ
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მ-ზე, ხის კოტეჯები, წიწვოვანი ტყე და ზაფხულის გრილი ჰაერი
- ერკეთის მონასტერი — IX საუკუნის ტაძარი ქალაქიდან 6 კმ-ში, სამხრეთით
- ნაბეღლავი — სოფელი, რომლის მინერალური წყალიც მთელ საქართველოში იყიდება
- გურული მრავალხმიანობა — ადგილობრივი გუნდები და ფოლკლორი, ხშირად სოფლის დღესასწაულებზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 270 კმ-ია (3,5–4 საათი), ოზურგეთიდან — 25-იოდე კმ. ბახმარომდე ციცაბო და დაკლაკნილი მთის გზაა, 50 კმ, 1,5–2 საათი; ჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისის ავტომაგისტრალით სამტრედიამდე, შემდეგ გურიისკენ, დაახლოებით 30 კმ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე გესტჰაუსია; ზაფხულში უმეტესობა ბახმაროს კოტეჯებში ჩერდება.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი, ღამით ზაფხულშიც გრილა.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ბახმაროს გზაზე სიგნალი ადგილ-ადგილ წყდება.