ტურისტული ბანაკი “ახალგაზრდა ლიდერები”
ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 3.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- სამოგზაურო დაზღვევა
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ტურისტული ბანაკი “ახალგაზრდა ლიდერები”
დაუვიწყარი ზაფხული ახალგაზრდა ტურისტებისთვის, ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში!
10-17 წლის მოზარდები ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან, ესტონეთიდან და სხვა, მეოთხე წელია ტურისტულ პროექტ “ახალგაზრდა ლიდერების” ფარგლებში, ატარებენ დაუვიწყარ ზაფხულს ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში.
ბანაკის ხანგრძლივობა: 12 დღე
ტურისტული ბანაკი “ახალგაზრდა ლიდერები”
მონაწილეთა ასაკი: 10-17წ
ბანაკის მდებარეობა: საქართველო, ზღვისპირა კურორტი შეკვეთილი, სასტუმრო
“KOLKHI”
• ინგლისური ენის და საერთაშორისო კულტურული კომუნიკაციების კურსი ამერიკელი და ბრიტანელი მასწავლებლებისგან
• ცხოვრება ახალაშენებულ 4 ვარსკვლავიან სასტუმროში, ოთახებში ინდივიდუალური სააბაზანოთი
• სამჯერადი კვება (სასტუმროს ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა მაღალი ხარისხის ჯანსაღი საკვებია)
• დღეში 3 საათი ინგლუსური ენის გაკვეთილები, ბრიტანელ და ამერიკელ მასწავლებლებთან ერთად
• სპორტული აქტივობები ტრენერებისა და მაშველების მეთვალყურეობით (ფრენბურთი, ფეხბურთი, ცურვა)
• “Education UK” – ის სტანდარტებით შემუშავებული სოციალური და კულტურული ღონისძიებები
• ექსკურსიები ბათუმსა და მტირალას ეროვნულ პარკში
• ვიზიტი გასართობ პარკ „ციცინათელაში“
• ქართული კულტურის საღამო – ნაციონალური ცეკვების მასტერკლასი
• სამედიცინო დაზღვევა
• 24 საათიანი დაცვა, ვიდეო კონტროლი
• ფოტო-ვიდეო სერვისი
• „ახალგაზრდა ლიდერების“ აქსესუარები (მაისური, სამაჯური, ბანაკის ღონისძიებების ცხრილი და ინსტრუქცია, ბლოკნოტი, კალამი)
• საერთაშორისო სერტიფიკატი
ყურადღება:
• თანმხლები პირები იცხოვრებენ იმავე სასტუმროში (სასტუმრო “კოლხი”) დამატებითი გადასახადით.
mob phone:
ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ
გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.
როდის წავიდეთ
ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.
რა ვნახოთ
- შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
- ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
- ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
- ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
- გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
- დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.