მოირონინე ზღაპრული საბადური მარტს
ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
უქმეებისთვის ელია საბადურზე თოვლს გვპირდება - კი გთვაზობთ ერთ დღიან ტურს ამ ზღაპრულ ადგილზე
შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 09:45 სთ
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. საბადურის ტყე
2. წმ. დიდმოწამე არჩილ მეფის მონასტერი - რომელიც თიანეთში სოფელ ნადოკრასთან მდებარეობს. ის VIII საუკუნეში მეფე არჩილ მეორის მიერ არის აგებული და მისი საფლავიც ამ მონასტერშია.
3. სიონის წყალსაცავი - სარკის ფართობი 12,8 კმ². საშუალო სიღრმეა 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე — 67 მ.
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
1კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
ჯიპის შემთხვევაში
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
რა ჩავიცვა?!
თოვლისთვის შესაბამისი სამოსი
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი
თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.
რა ვნახოთ
- სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
- ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
- ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
- საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
- ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
- თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.