national delicacy

ბახტრიონი მატანი (ცხრაკარა) კვეტერა იყალთო ალავერდი

  • ID: 60149
  • ნახვები: 2133
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/03/20
    დაბრუნება
    • 15/03/20
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთში.

ტურის ფარგლებში ვიმოგზაურებთ მდინარე მატნისხევის ხეობაში, სადაც ულამაზეს ტყეში მიმალულია ქართული ხუროთმოძღვრების უძველესი და ბუმბერაზი მე -5 საუკუნის ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი „ცხრაკარა". ასევე ვიმოგზაურებთ მდინარე ილტოს ხეობაში, სადაც მდებარეობს მე-10 საუკუნის კვეტერის ციხე-ქალაქი. კვეტერა - სისადავის სიდიადე. ციხე-ქალაქი ცნობილია, როგორც კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ძლიერი და აუღებელი ცენტრი. ვიხილავთ ულამაზეს ალაზნის ველს, სადაც მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მე-6-11 საუკუნეების სალოცავი ალავერდი. აქ დაკრძალული არიან კახეთის მეფეები. მოვილოცავთ მე-6 ს. იყალთოს, რომელიც დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს, ხოლო არსენ იყალთოელმა
მე-11-12 სს. აქ აკადემია დაარსა. ვესტუმრებით ბახტრიონის კომპლექსს მე-17ს. (ციხე - ეკლესია), რომელსაც ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა პოემა "ბახტრიონი".

1. იყალთოს მონასტერი, მე-6-12 სს.
2. ალავერდის წმ. გიორგის მონასტერი, მე-6-11 სს.
დააარსა იოსებ ალავერდელმა (ერთ - ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან).
3. ბახტრიონის კომპლექსი - მე-17ს. ციხე - ეკლესია
4. მატანის ცხრაკარას მონასტერი - მე-5-14 სს.
5. მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – მე-16 ს.
6. კვეტერას ციხე-ქალაქი მე-11ს.


✔ 15 მარტი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
8 კმ. მარტივი, ტყის ბილიკზე.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან.გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
- გამყოლი
- მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
- ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
- ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით არ გავჩერდებით მაღაზიასთან, დრო რომ არ დავკარგოთ. გთხოვთ წინასწარ შეიძინოთ ერთი დღის სამყოფი საკვები, წყალი, სიგარეტი და ა.შ.

✔ იყალთოს მონასტერი, მე-6-12 საუკუნეები - დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. არსენ იყალთოელს XI-XII საუკუნეებში აქ აკადემია დაუარსებია. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების მთავარი ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი), VI საუკუნის სამების მცირე ეკლესია, ყველაწმიდის XII-XIII საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია და აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.

✔ ალავერდის მონასტერი, მე-6-11 საუკუნეები - VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელ მამათაგანმა. დღეს არსებული ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. მას შემდეგ იგი საეპისკოპოსო ცენტრი, ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია და კახეთის სამეფო სახლის საძვალე გახდა. ალავერდის საკათედრო ტაძარი ბოჭორმის წმ. გიორგის სახელობისაა, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესია და სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

✔ მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – XVI ს. გუმბათოვანი ტაძარი. ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გუმბათის ყელი და მისი პირამიდული გადახურვა აგურისაა. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.

✔ მატნის ცხრაკარას მონასტერი - V ს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის დასავლეთით 3-4 კმ-ზე, მთებში.მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა ნაგებობებისაგან, რომლებსაც გარს არტყავს გალავანი.მონასტრის მთავარი შენობა V–VI სს. სამნავიანი ბაზილიკაა. VII –IX სს. მას მიაშენეს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დარბაზული ეკლესიები, დასავლეთის მხარეს კარიბჭე. სამრეკლო - XVII ს. ცალკე მდგომი ეკლესია - XIV ს. ფერწერის ფრაგმენტები - XIV ს.

✔ კვეტერა - მე-11 ს. ისტორიული ციხე ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე,გალავანი,სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია. კვეტერა საკმაოდ განვითარებული და ძლიერი ქალაქი ყოფილა, რასაც შემდეგი ისტორიული ფაქტიც მოწმობს. როდესაც ბაგრატ IV. 1043 წ. მთელი კახეთ–ჰერეთი დაიმორჩილა, კვეტერის აღება კი ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება. კვეტერა მოხსენიებული ისტორიულ რომანებში "გმერთა ვარამი" და "დიდოსტატის მარჯვენა" ციხე - ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

✔ ბახტრიონის ციხე – ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ ახმეტის სიახლოვეს, სოფელ ხორბალოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ილტოს შესართავის მახლობლად. აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით.
ბახტრიონის ციხე ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო კახეთში სპარსელთა ბატონობის განსამტკიცებლად და ჩამოსახლებულ მომთაბარე თურქმანთა უშიშროების უზრუნველსაყოფად. სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფელ ბახტრიანის მიხედვით, რომლის სახელწოდება თავის მხრივ, ბახტარაშვილების გვარიდან უნდა მომდინარეობდეს. კახეთის აჯანყების (1659) დროს მთავარი ბრძოლა ამ ციხესთან მოხდა. აჯანყებულებმა გაანადგურეს გარნიზონი და ციხეც დაანგრიეს. მას შემდეგ იგი არ აღუდგენიათ. იმ გორაკს, რომელზეც ბახტრიონის ციხე იდგა, მოსახლეობა დღესაც "ბახტრიონის გორას" უწოდებს. შემორჩენილია ერთმანეთს დაშორებული, რიყის ქვით ნაგები სამი კოშკის ნანგრევი, ადგილ-ადგილ კი გალავნისა და ზოგიერთი სხვა ნაგებობის ნაშთებიც. კახეთის აჯანყების 300 წლისთავთან დაკავშირებით აქ აღიმართა ობელისკი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/03/20
    დაბრუნება
    • 15/03/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა