გაბზარული ტბა
ფოტო: Dmitrij Rodionov · CC BY-SA 3.0; Zysko serhii · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
????სამთო აღჭურვილობით დაშვება გაბზარულ ტბაზე ????
ტბამდე ჩასავლელი გახლავთ საკმაოდ დახრილი ფერდი თქვენივე უსაფრთხოებისათვის მოხდება სამთო აღჭურვილობით დაშვება თოკი,დაცვის ქამარი,კარაბინი,ჩაფხუტი,რვიანი ყველაფერს ვვუზრუნველყოფთ ჩვენ)
????ტურის ლოკაცია: წყალტუბო-ყუმისთავი
????ტურის სახეობა: საექსკურსიო-სათავგადასავლო
????მოსანახულებელი ადგილები:
ბაგრატის ტაძარი
სოფელი ყუმისთავი
გაბზარული ტბა
ტრანსპორტირება
პროფესიონალი გიდი
სამთო აღჭურვილობა ( თოკი,დაცვის ქამარი,კარაბინი,ჩაფხუტი,რვიანი)
ადგილის დასაჯავშნად თანხას ვრიცხავთ წინასწარ საბანკო ანგარიშზე
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: გიორგი შარიქაძე
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ- თქვენი სახელი გვარი გაბზარული ტბის ტური.
შეინახეთ დამადასტურებელი დოკუმენტი სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას
გადახდილი თანხა, ტურის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება
????გასვლის დრო და ადგილი:
????რუსთავი-შარტავა მადაგონის ტერიტორია 06:00
????თბილისი- დიდუბე სამთო ქიმიის მოპირდაპირედ 07:10 წუთი
თუ ტურის მონაწილეს აგვიანდება საპატიო მიზეზით და გაგვაფრთხილებს დაგვიანების შესახებ შეგვიძლია დაველოდოთ 15-20 წუთის განმავლობაში.
????იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს სასიამოვნო ყველანი ვალდებულები ხართ დაემორჩილოთ ირბისის წესებს
????უსიტყვოდ ვემორჩილებით ირბისის გიდებს
????არ ვუხვევთ თვითნებურად მარშრუტიდან
????ლაშქრობაში დაშვებულია მხოლოდ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი (გადამოწმდება რაოდენობა გასვლამდე)
????არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
????სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
????აკრძალულია ტრანსპორტში პაპიროზის გაფუილება
წყალტუბო — რა ტურებს გთავაზობთ
წყალტუბოში ჩამოდიან სამკურნალოდ და მღვიმეებისთვის: ტური შეიძლება მოიცავდეს ტრანსპორტს თბილისიდან, სასტუმროს სპა-პროცედურებით და ექსკურსიებს პრომეთესა და სათაფლიაში. დღეების რაოდენობას თქვენზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–26°, პარკში სასეირნოდ და მღვიმეებისთვის კარგი დროა.
ზაფხული ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი; აბანოები და სპა მთელი წელი მუშაობს, ამიტომ სამკურნალოდ ზამთარშიც ჩამოდიან.
რა ვნახოთ
- წყალტუბოს პარკი — დიდი პარკი ტბით, ხეივნებით და ძველი სანატორიუმების ფასადებით
- აბანო №6 — საბჭოთა დროის ბალნეოლოგიური აბანო, სადაც სტალინი ბანაობდა
- პრომეთეს მღვიმე — სტალაქტიტების დარბაზები და ნავით გასეირნება მიწისქვეშა მდინარეზე, ცენტრიდან 6–7 კმ-ში
- სათაფლია — დინოზავრების ნაკვალევი და მღვიმე, წყალტუბოსა და ქუთაისს შორის
- მიტოვებული სანატორიუმები — მონუმენტური შენობები, რომლებსაც ფოტოგრაფები ეძებენ
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 240 კმ-ია, 3 საათამდე. ქუთაისიდან ტაქსით ან მარშრუტკით 15–20 წუთია, ქუთაისის აეროპორტიდან — დაახლოებით ნახევარი საათი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით, ქალაქის გავლით ან შემოვლით.
სად დავრჩეთ: განახლებულ სანატორიუმებსა და სპა-სასტუმროებში, ან პატარა გესტჰაუსებში პარკის ირგვლივ.
რა წავიღოთ: აბანოსთვის — ჩუსტები და პირსახოცი; მღვიმისთვის — თხელი ქურთუკი.
ჯანმრთელობა: რადონის აბაზანებამდე ექიმთან კონსულტაცია სჯობს, ბევრ სანატორიუმში ექიმი ადგილზეა.