მოირონინე ისტორიული მესხეთი, დააგემოვნე მესხური კერძები
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Lohen11 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:45 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. მწვანე მონასტერი იგივე ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი;
2. ქვაბისხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია;
3. საფარის მონასტერი;
4. რაბათის ციხე;
5. გემრიელი დასასრული მესხური კერძების დაგემოვნებით (ლოკოკინა; აპოხტის ხინკალი; თუთმაჯი; მესხურ ქადა; მესხური ხაჭაპური; გუდის ყველი,ტენილი ყველი, ჩეჩილი ყველი; მესხური პური.)
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
მთლიანობაში 2 კმ.
ფინანსური ნაწილი:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის (1 კვირა) დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
რაბათის ციხეში შესასვლელი ბილეთის საფასური
ზრდასრული - ; სკოლის მოსწავლე - ;
სტუდენტი - .
საკვები (ვაგემოვნებთ მესხურ კერძებს რესტორანში, თანხას ვინაწილებთ თანაბრად)
რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი
ახალციხე — რა ტურებს გთავაზობთ
ახალციხის ტური ჩვეულებრივ ბორჯომს, რაბათს და ვარძიას აერთიანებს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და, ორდღიან ვარიანტში, ღამისთევა ახალციხეში. თარიღსა და ტემპს ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ვარძიისა და საფარის გზები მწვანეა ან შემოდგომის ფერებში.
ივლისი–აგვისტო თბილია, დღისით 28–30°, საღამოები გრილი.
ზამთარი ცივია, -5°-მდე და ქვემოთ; რაბათი ღიაა, მაგრამ მთის გზებზე თოვლი შეიძლება დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- რაბათის ციხე — აღდგენილი ციხე-ქალაქი მეჩეთით, ეკლესიით, სასახლით და ისტორიული მუზეუმით
- საფარის მონასტერი — X–XIV საუკუნეების ეკლესიები ტყიან ხეობაში, ქალაქიდან 12 კმ-ში
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი, დაახლოებით 60 კმ-ში
- ხერთვისის ციხე — მტკვრისა და ფარავნის შესართავთან, ვარძიის გზაზე
- ზარზმის მონასტერი — მოხატული ტაძარი ადიგენის მხარეს, დაახლოებით 35 კმ-ში
- აბასთუმანი — ძველი კურორტი ფიჭვნარში და ყანობილის ობსერვატორია, 28 კმ-ში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომის გავლით დაახლოებით 205 კმ-ია, 3–3,5 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დღის განმავლობაში ხშირად გადის, მგზავრობა 3,5–4 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშური–ბორჯომის გზით, კარგი ასფალტით.
სად დავრჩეთ: რაბათის მიდამოებსა და ცენტრში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო; ვარძიისთვის — კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.