რაბათი & ვარძია (ერთდღიანი ტური)
ფოტო: Davit 83 · CC BY-SA 4.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0; Kober · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გეპატიჟებით ექსკურსიაზე მშვენიერი რაბატის ციხესიმაგრეში და ასევე მოვინახულებთ მღვიმის ქალაქ ვარძიას
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს.
არ ვსრიალებთ თხილამურებით ნასვამ მდგომარებაში
ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!
⭕მგზავრობაში შედის:
➡️ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით!
➡️ გამყოლი!
❌კვება! ყველას
მოგვაქვს ერთი დღის სამყოფი საკვები.
გასვლის დრო: - დილის 08:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
⭕ასევე ტრანსპორტი გამოვა ქალაქ რუსთავიდან...
შარტავას მიმდებარე ტერიტორია 07:30 სთ.
⭕მოთხოვნის შემთხვევაში ტრანსპორტი გამოვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თანხის დამატების შემთხვევაში‼️
⭕ტურზე რეგისტრაციისათვის საჭიროა თანხის წინასწარ ჩარიცხვა.
ვიზიტორების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 16 .
ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა უკან დაგიბრუნდებათ‼️
- დავითი
- ნატალია
ახალციხე — რა ტურებს გთავაზობთ
ახალციხის ტური ჩვეულებრივ ბორჯომს, რაბათს და ვარძიას აერთიანებს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და, ორდღიან ვარიანტში, ღამისთევა ახალციხეში. თარიღსა და ტემპს ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ვარძიისა და საფარის გზები მწვანეა ან შემოდგომის ფერებში.
ივლისი–აგვისტო თბილია, დღისით 28–30°, საღამოები გრილი.
ზამთარი ცივია, -5°-მდე და ქვემოთ; რაბათი ღიაა, მაგრამ მთის გზებზე თოვლი შეიძლება დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- რაბათის ციხე — აღდგენილი ციხე-ქალაქი მეჩეთით, ეკლესიით, სასახლით და ისტორიული მუზეუმით
- საფარის მონასტერი — X–XIV საუკუნეების ეკლესიები ტყიან ხეობაში, ქალაქიდან 12 კმ-ში
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი, დაახლოებით 60 კმ-ში
- ხერთვისის ციხე — მტკვრისა და ფარავნის შესართავთან, ვარძიის გზაზე
- ზარზმის მონასტერი — მოხატული ტაძარი ადიგენის მხარეს, დაახლოებით 35 კმ-ში
- აბასთუმანი — ძველი კურორტი ფიჭვნარში და ყანობილის ობსერვატორია, 28 კმ-ში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომის გავლით დაახლოებით 205 კმ-ია, 3–3,5 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დღის განმავლობაში ხშირად გადის, მგზავრობა 3,5–4 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშური–ბორჯომის გზით, კარგი ასფალტით.
სად დავრჩეთ: რაბათის მიდამოებსა და ცენტრში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო; ვარძიისთვის — კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.