დღიანი ტური სვანეთში!!!- მარტი
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
! სვანეთის საოცარი ზამთარი
????გაატარე ქალთა დღე სვანეთში
????მოუწყვე სიურპრიზი შენს რჩეულ ქალბატონს????
უკვე საკმაოდ უხვთოვლიანი ზამთარი გვაქვს და თეთნულდზე და ჰაწვალზე ჩვენ დაგვხვდება მაღალი დონის სათხილამურო ტრასები????????
ყველაზე მყარი თოვლი შენი თხილამურის ქვეშ
ევროპული სტანდარტის მეგა სათხილამურო ტრასა ყველაზე ახლოს...
საქართველოში ეს უკვე თეთნულდზეა ....????????
ასევე, ძალიან ბევრი გასართობია მათთვის, ვინც სრიალი არ იცის.
????ჰაწვალის სათხილამურო კურორტი, ზ.დ. 2400 მეტრზეა, ავდივართ საბაგიროთი და ულამაზეს ხედებს ვნახულობთ კავკასიონის მწვერვალებზე, შეგვიძლია ვისარგებლოთ 2400 მეტრზე მდებარე კაფე ზურულდით და გავსინჯოთ ადგილობრივი უგემრიელესი კერძები.
????ძალიან მაგარი გარემო გვხვდება თეთნულდზეც, ვინც არ ვსრიალებთ, შეგვიძლია გავისეირნოთ საბაგიროთი, ავდივართ ზ.დ. 3200 მეტრზე- ამ სილამაზეს კი სიტყვებით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
????გარდა თეთნულდისა და ჰაწვალისა, უმაგრესი გარემოა მესტიაშიც, კოშკების ქალაქში ^_^ !
ვათვალიერებთ უდიდესი ისტორიის მქონე საგვარეულო კოშკებს, მუზეუმებსა და ტაძრებს.
????ტურის პროგრამა
????დღე 1:
გავდივართ ღამის 01:00 საათზე.
????შეკრების ადგილი- სასტუმრო რედისონი, ველოსიპედთან.(თბილისი !)
11:00 პიკნიკი ენგურის ხეობაში
14:00 ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე ავალთ საბაგიროს გზით და ვნახავთ ულამაზეს ხედს თეთნულდზე და მესტიაზე, გადავიღებთ სურათებს ჰაწვალის ხედზე;
დარჩენილ დროს ვისრიალებთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე.
საღამოს გათავსება სასტუმროში და შემდეგ ღამის მესტისს დათვალიერება
დღე 2:
ავდივართ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე და ვსრიალებთ მთელი დღე .
სურვილისამებრ შეგვიძლია ვისრიალოთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე.
საღამოს გათავსება სასტუმროში და შემდეგ ღამის მესტაში გასეირნება
დღე 3
ავდივართ ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტზე სასრიალოდ.
დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს,
მოვილოცავთ საკათედრო ტაძარს მესტიაში,
მოვილოცავთ უძველეს ეკლესიებს სოფელ ლატალში.
გასვლა სასტუმრო რედისონიდან, ველოსიპედის ძეგლი.
გასვლის დრო ღამის 01:00.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით.
გიდის მომსახურება
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში.
კვება, საკვების ნაწილი მოგვაქვს სახლიდან, ან შეგვიძლია ადგილზე შევუკვეთოთ ( საშუალოდ )
საბაგიროს და მუზეუმის ბილეთები
თეთნულდზე ჯიპებით ასვლა-
გასათვალისწინებელი პირობები:
არ ვყრით ნაგავს
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწვსიტყვაობთ
ვიცვამთ კომბინიზონს,რომ არ დავსველდეთ და არ შეგვცივდეს ))
ვიცვამთ ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები :D
მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები ^_^ (ისევ ფოტოებისთვის ^_^ )
ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში !
----------------------
- ბაკური
ნიკა
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.