უფლის ციხე & ბორჯომის ერთდღიანი ტური

ფოტო: Kober · Public domain; Kober · Public domain; Davit 83 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაგორი, ბორჯომი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID59586

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გეპატიჟებით ექსკურსიაზე მშვენიერ უფლის ციხეში და ასევე მოვინახულებთ ბორჯომს

⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს.
არ ვსრიალებთ თხილამურებით ნასვამ მდგომარებაში
ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!
⭕მგზავრობაში შედის:
➡️ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით!
➡️ გამყოლი!

❌კვება! ყველას
მოგვაქვს ერთი დღის სამყოფი საკვები.

გასვლის დრო: - დილის 07:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
⭕ასევე ტრანსპორტი გამოვა ქალაქ რუსთავიდან...
შარტავას მიმდებარე ტერიტორია 07:00 სთ.
⭕მოთხოვნის შემთხვევაში ტრანსპორტი გამოვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თანხის დამატების შემთხვევაში‼️
⭕ტურზე რეგისტრაციისათვის საჭიროა თანხის წინასწარ ჩარიცხვა.
ვიზიტორების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 16 .
ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა უკან დაგიბრუნდებათ‼️
- დავითი
- ნატალია

გორი — რა ტურებს გთავაზობთ

გორის ტური, როგორც წესი, უფლისციხეს, სტალინის მუზეუმსა და გორისციხეს მოიცავს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით; შეგვიძლია მცხეთა ან ატენის მარანი დავამატოთ. დღეს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვგეგმავთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, უფლისციხეში ფეხით სიარული სასიამოვნოა, ოქტომბერში ატენის ხეობაში რთველია.
ივლის-აგვისტოში 30°-ზე მეტია, უფლისციხის კლდეებზე ჩრდილი არ არის — დილით წადით.
ზამთარში ცივი, მაგრამ უთოვლო დღეები ხშირია; მუზეუმები ღიაა.

რა ვნახოთ

  • უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქი მტკვრის ნაპირზე, გორიდან 10 კმ-ში
  • გორისციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის თავზე; გალავნიდან მთელი გორი და კავკასიონი ჩანს
  • სტალინის მუზეუმი — სახლი, სადაც დაიბადა, მუზეუმის შენობა და მისი ჯავშნიანი ვაგონი
  • ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ქალაქიდან 12 კმ-ში
  • საქართველოს გმირების მემორიალი — ბრინჯაოს მეომრების ფიგურები გორისციხის ძირას
  • გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი — შიდა ქართლის ყოფა და არქეოლოგიური ნაპოვნები

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 85 კმ-ია, 1–1,15 საათი. დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი მატარებლები გორში ჩერდება, მგზავრობა დაახლოებით 1 საათია; მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის, 1–1,5 საათი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი (E60) მცხეთის გავლით.
სად დავრჩეთ: პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები ცენტრში; ბევრი ერთი დღით ჩამოდის თბილისიდან.
რა წავიღოთ: მოხერხებული ფეხსაცმელი უფლისციხისთვის, ზაფხულში — ქუდი და წყალი; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს.

გორი: გზამკვლევი
გორი

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება გორს?
უფლისციხე, მუზეუმი და ციხე ერთ დღეში ჯდება. ატენის სიონისა და მარნის დასამატებლად კიდევ ნახევარი დღე გჭირდებათ.
როგორ მივიდე უფლისციხემდე?
გორიდან 10 კმ-ია — ტაქსით 15 წუთი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად დადის, ამიტომ ტაქსი ან ტური უფრო მოსახერხებელია.
რა ჯობს — მატარებელი თუ მარშრუტკა?
მატარებელი უფრო კომფორტულია და ერთ საათში ჩადის, მაგრამ დღეში რამდენიმე რეისია. მარშრუტკა დიდუბიდან ხშირად გადის, თუმცა ცოტა უფრო დიდხანს მიდის.
ბავშვებთან ერთად საინტერესოა?
კი: უფლისციხის გამოქვაბულები და გვირაბი, გორისციხის გალავანი ბავშვებს მოსწონთ. ზაფხულში უფლისციხე დილით დაგეგმეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.