national delicacy

გაყინული ბიისის ჩანჩქერი, წეროსხევი, ატენის სიონი

  • ID: 59552
  • ნახვები: 1963
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/02/20
    დაბრუნება
    • 16/02/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს შიდა ქართლში. ტურის მთავარი სანახაობაა, სოფელ ბიისში (ბოშურის თემი, მდებარეობს მდ. ტანის მარჯვენა ნაპირას. ზღ. დ. 1080 მ. ) მდებარე გაყინული ჩანჩქერი.

1. გაყინული ბიისის ჩანჩქერი
2. წეროსხევი - კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია,
წმ. გიორგის ეკლესია და რამდენიმე შენობის ნანგრვი. განვითარებული ფეოდალური ხანა.
3. ატენის სიონი - მე - 7 ს. ტაძრის კედელზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები.
4. ვესტუმრებით რევაზაშვილების მარანს და დავაგემოვნებთ ღვინო ,,ატენურს". მარანს აქვს დიდი ვერანდა, რომელიც გადაყურებს ატენის ხეობას. (ლამაზი ადგილია ფოტოსესიისათვის). აქ გავშლით სუფრას და წავუპიკნიკებთ.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ სანახავ ძეგლებს.

ფეხით სასიარულო:
ბიისის ჩანჩქერი - ჯამში 4-5 კმ.
წეროსხევის ეკლესია - ჯამში 4 კმ.
საშუალო სირთულის.

ბიისის ჩანჩქერზე ორ ადგილას გვიწევს პატარა მდინარის გადასვლა, მაგრამ გაყინული იქნება წყალი და ქვებზე გადავაბიჯებთ. აუცილებლად იქონიეთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა. ( გზად თოვლში გვექნება სასიარულო) გამაშები სასურველია. ჩაიცვით ფეხსაცმელი, რომლითაც თოვლში შეძლებთ სიარულს. (თხელი კეტებით და ბოტასებით, კოჭები რომ უჩანთ ნუ წამოხვალთ).

✔ 16 თებერვალი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650


ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
 ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
რევაზაშვილების მარანში ღვინის დაგემოვნება.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).

 

✔ ატენის სიონი - VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნისის II ნახევარში.

✔ წეროს ხევში უცხროვრიათ წერუაშვილებს, რომლებიც შემდგომ აქედან ხიდისთავში გადასახლდენ. წეროს ხევის ტაძარი მდებარეობს ხევის თავში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის სახელობის გუმბათიანი ტაძარი, წმიდა გიორგის სახელობის დარბაზული ტაძრის ნანგრევი და ასევე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია, სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ტაძარი ნაგებია თლილი ქვის კვადრებით.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/02/20
    დაბრუნება
    • 16/02/20