ყაზბეგი,გერგეთი,დარიალი,ცდო,ელიას მთა,თოთი
ფოტო: Braveheart · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Аліна Семенець · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის ფარგლებში, მოვინახულებთ:
❄️ დარიალის ხეობას და მთავარანგელოზთა მონასტერს,რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს
❄️ სოფელ ცდოს,რომელიც ქართულ საისტორიო წყაროებში იხსენიება XV საუკუნიდან.სოფელში უმეტესად წიკლაურები ცხოვრობენ.ცდოდან ულამაზესი ხედები იშლება დარიალის ხეობაზე.
❄️ გერგეთის სამებას (სტეფანწმინდიდან ავალთ "დელიკებით",რადგან ტურზე დროში ვართ შეზღუდული და სხვა სანახავი ობიექტებიც,რომ მოვასწროთ)
❄️ ელიას მთა,სადაც მდებარეობს ელია წინასწარმეტეყველის სახელობის მონასტერი.მთიდან ულამაზესი ხედები იშლება სტეფანწმინდაზე,გერგეთის სამებაზე და მყინვარწვერზე
❄️ ნასოფლარ თოთს,საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება სნოსწყლის და თერგის ხეობაზე,მწვერვალ ქაბარჯინაზე.
სტეფანწმინდიდან გერგეტის სამებაზე ასასვლელი "დელიკის" თანხა (7-)
მიკრო-ავტობუსი გამოდის რუსთავიდანაც ♥
???? ჩვენი მოგზაურობა,რომ იყოს კომფორტული,გვაქვს გარკვეული წესები,რომელიც ტურის ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას:
???? დაუშვებელია,ნასვამ მდგომარეობაში ტურზე გამოცხადება
???? დაუშვებელია ტრანსპორტში ალკოჰოლური სასმელის მიღება
???? ტურის ხელმძღვანელს,წინასწარ არ ვურეკავთ ადგილების დასაკავებლად(დროულად მოდით და დაიკავებთ თქვენთვის სასურველ ადგილს)
???? ტურის გასვლისას,დაგვიანებულისთვის მაქსიმალური ლოდინი 15 წუთი
???? ფორსმაჟორულ სიტუაციაში,ტურის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს,შეცვალოს ტურის მარშუტი
♥ გისურვებთ დადებითი ემოციებით სავსე მოგზაურობას
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.