ბაკურიანის ერთ დღიანი ტური

ფოტო: Davit 83 · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაბაკურიანი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID59295

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მათ ვისაც ზამთარი, თოვლი, სიცივე, სრიალი და გართობა უყვარს, ეს ტური სწორედ თქვენთვისაა

თქვენ გელოდებათ - სასიამოვნო გარემო,ახალი მეგობრები, კუკუშკით გასეირნებაგუნდაობა სრიალი საბაგირო და რათქმაუნდა დაუვიწყარი მოგონებები
გაატარე დაუვიწყარი ეთიდღე ჩვენთან ერთად

___________________________________________
ტურის აღწერა:
გასვლა თბილისიდან -ველოსიპედის ძეგლიდან.
გასვლის დრო: 07:00
დაბრუნება თბილისში - ველოსიპედის ძეგლთან
ჩამოსვლის დრო: 21:00-22:00

ბორჯომიდან გავყვებით კუკუშკას და გზაში დავტკბებით ულამაზესი დათოვლილი ხედებით, კუკუშკას ავყვებით ბაკურიანამდე. კუკუშკის სადგურზე დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი და გადავალთ 25 იანებთან! სადაც დარჩენილი დროის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, ისეირნოთ, იჯირითოდ და დატკბეთ ბაკურიანის პანორამული ხედებით თქვენ ასევე შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით და ციგებით.
დაახლოებით 16:00 ზე ვიკრიბებით ყველანი და ავდივართ საბაგიროთი "კოხტა გორაზე" საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ბაკურიანზე, ვიღებთ ფოტოებს, ვტკბებით ხედებით, ვისუნთქავთ სუფთა ჰაერს.
დაახლოებით: 18:00 ზე დავიძრებით თბილისისკენ.

___________________________________________
ჩაიცვით თბილად და კომფორტულად.
___________________________________________

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
ტურის ორგანიზატორი
ფოტო-გადაღება

კვება.
___________________________________________

ბაკურიანი — რა ტურებს გთავაზობთ

სათხილამურო ტური ბაკურიანში — ტრანსფერი თბილისიდან, სასტუმრო ან კოტეჯი, სურვილისამებრ სკიპასი, აღჭურვილობა და ინსტრუქტორი. ზაფხულში — ბორჯომსა და ტბებთან ერთად. პაკეტს თქვენს თარიღებზე აგიწყობთ.

როდის წავიდეთ

სათხილამურო სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე გრძელდება; საუკეთესო თოვლი იანვარ-თებერვალშია, ტემპერატურა −5-დან −10°-მდე.
საახალწლო დღეებსა და იანვრის პირველ ნახევარში ყველაზე ხალხმრავალი და ძვირია.
ზაფხულში გრილა, 18–22°: ტყის ბილიკები, ველოსიპედი და ცხენით სეირნობა.

რა ვნახოთ

  • დიდველი — კურორტის მთავარი სათხილამურო ზონა გონდოლითა და სხვადასხვა სირთულის ტრასებით
  • კოხტა-მიტარბი — ფერდობები და საბაგირო, რომელიც კოხტას მიტარბის ხეობასთან აკავშირებს
  • 25-იანი — მოკლე და მარტივი ფერდობი ცენტრთან, დამწყებთათვის და ბავშვებისთვის
  • „კუკუშკა" — ბორჯომიდან მომავალი პატარა მატარებელი და ცნობილი ხიდი წაღვერთან
  • ბოტანიკური ბაღი — ალპური ფლორა და ფიჭვნარი, ზაფხულში სასეირნოდ
  • ტაბაწყური — დიდი მთის ტბა, მანქანით დაახლოებით 40 წუთში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ხაშურისა და ბორჯომის გავლით დაახლოებით 190 კმ-ია, 3 საათამდე. ბორჯომიდან მარშრუტკით 40 წუთი სჭირდება, ხოლო ვიწროლიანდაგიანი „კუკუშკა" ამ მონაკვეთს დაახლოებით 2,5 საათში გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ბორჯომიდან 30 კმ აღმართით ტყეში; ზამთარში მანქანას ზამთრის საბურავები ან ჯაჭვები სჭირდება.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და დიდველის მიმართულებით — სასტუმროები, კოტეჯები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, სათვალე და მზის კრემი; აღჭურვილობის ქირაობა ადგილზეა.
კავშირი: ინტერნეტი კურორტზე კარგად მუშაობს.

ბაკურიანი: გზამკვლევი
ბაკურიანი

ხშირი კითხვები

ბაკურიანი თუ გუდაური?
ბაკურიანი უფრო ტყიანი, ქარისგან დაცული და დამწყებთათვისა და ოჯახებისთვის მოსახერხებელია. გუდაურს უფრო მაღალი და გრძელი ტრასები და ფრირაიდი აქვს.
როდის არის თოვლი?
ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტის შუამდე, თუმცა სეზონის დაწყება ზამთრის მიხედვით იცვლება. იანვარი და თებერვალი ყველაზე სანდოა.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, სწორედ ოჯახებისთვის არის კარგი: მარტივი ფერდობები, სათხილამურო სკოლები, ციგები და სასრიალოები.
არის თუ არა ინსტრუქტორები და ქირაობა?
დიახ, ინსტრუქტორებიც და აღჭურვილობის გაქირავებაც ცენტრშიც არის და ტრასებთანაც. პიკის დღეებში ინსტრუქტორი წინასწარ დაჯავშნეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.