ბაკურიანის ერთ დღიანი ტური
ფოტო: Davit 83 · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ტურის გამართვის პერიოდი
მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით/ავტობუსით (ყველა საჭირო დოკუმენტაციით)
გიდის მომსახურება
მგზავრობისას უფასო ყავა და ჩაი
კომპანიიდან წარმომადგენელი
დაზღვევა
ფოტო და ვიდეო გადაღება
მედდა(ყველა საჭირო დოკუმენტაციით და აღჭურვილობით)
სასტუმროში განთავსება რამოდენიმე საათი და დასვენება
საბაგიროს აბონიმენტი
კუკუშკით გასეირნება
სრიალი შეგვეძლება დიდველზე და ოცდახუთიანებზე
ბორჯომში და ბორჯომიდან გასვლა კუკუშკით 10;55 წუთზე ჩასვლა ბაკურიანში 11:55 წუთზე დაბრუნება თბილისში 22:00 საათზე
მგზავრების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 დან ზევით
ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ უკან
ჩაწერა ხდება წინასწარ!
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია თი-ბი-სი ბანკის ანგარისშზე GE58T63
® ქეთევან დედოფლის გამზ 67ა.
ნაკლების ნახვა
ბაკურიანი — რა ტურებს გთავაზობთ
სათხილამურო ტური ბაკურიანში — ტრანსფერი თბილისიდან, სასტუმრო ან კოტეჯი, სურვილისამებრ სკიპასი, აღჭურვილობა და ინსტრუქტორი. ზაფხულში — ბორჯომსა და ტბებთან ერთად. პაკეტს თქვენს თარიღებზე აგიწყობთ.
როდის წავიდეთ
სათხილამურო სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე გრძელდება; საუკეთესო თოვლი იანვარ-თებერვალშია, ტემპერატურა −5-დან −10°-მდე.
საახალწლო დღეებსა და იანვრის პირველ ნახევარში ყველაზე ხალხმრავალი და ძვირია.
ზაფხულში გრილა, 18–22°: ტყის ბილიკები, ველოსიპედი და ცხენით სეირნობა.
რა ვნახოთ
- დიდველი — კურორტის მთავარი სათხილამურო ზონა გონდოლითა და სხვადასხვა სირთულის ტრასებით
- კოხტა-მიტარბი — ფერდობები და საბაგირო, რომელიც კოხტას მიტარბის ხეობასთან აკავშირებს
- 25-იანი — მოკლე და მარტივი ფერდობი ცენტრთან, დამწყებთათვის და ბავშვებისთვის
- „კუკუშკა" — ბორჯომიდან მომავალი პატარა მატარებელი და ცნობილი ხიდი წაღვერთან
- ბოტანიკური ბაღი — ალპური ფლორა და ფიჭვნარი, ზაფხულში სასეირნოდ
- ტაბაწყური — დიდი მთის ტბა, მანქანით დაახლოებით 40 წუთში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ხაშურისა და ბორჯომის გავლით დაახლოებით 190 კმ-ია, 3 საათამდე. ბორჯომიდან მარშრუტკით 40 წუთი სჭირდება, ხოლო ვიწროლიანდაგიანი „კუკუშკა" ამ მონაკვეთს დაახლოებით 2,5 საათში გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ბორჯომიდან 30 კმ აღმართით ტყეში; ზამთარში მანქანას ზამთრის საბურავები ან ჯაჭვები სჭირდება.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და დიდველის მიმართულებით — სასტუმროები, კოტეჯები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, სათვალე და მზის კრემი; აღჭურვილობის ქირაობა ადგილზეა.
კავშირი: ინტერნეტი კურორტზე კარგად მუშაობს.