დაესწარი "ლამპრობას" სვანეთში .. თებერვალს

ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამესტია
ფასიფასი — მოთხოვნით
ID59059

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

• შეხვდი ლამპრობის დღესასწაულს დათოვლილ მესტიაში
• ეზიარეთ სვანურ ტრადიციებს და გაატარეთ სამი ულამაზესი დღე მეგობრულ გარემოში ????

შეკრების ადგილი რესპუბლიკის მოედანი (ველოსიპედთან)
შეკრების დრო - 23:30 სთ
გასვლის დრო - 00:00 სთ
მესტიაში ჩასვლა - 09:00 სთ

პირველი დღე: მესტია

დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში
ტურის დაწყების დრო 12:00 სთ.

მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი (შესვლის საფასური )
ხერგიანის სახლ-მუზეუმი (შესვლი საფასური )

საღამოს ყველანი ერთად ვხვდებით ლამპრობის დღესასწაულს

მეორე დღე: მესტია - თეთნულდი - მესტია

10:00 სთ ზე გასვლა სასტუმროდან
სურვილის შემთხვევაში შეგეძლებათ ისრიალოთ.
მარგიანების კოშკი (შესვლის საფასური ) და საღამოს მესტიის ლამაზი ხედები.

მესამე დღე: მესტია - ჰაწვალი - თბილისი

გასვლა ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტის მიმართულებით. ავალთ საბაგირო გზით - (დატკბებით ულამაზესი ხედებით და გადაიღებთ დაუვიწყარ ფოტოებს)
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სრიალი.
თავისუფალი დრო 13:30 სთ მდე.
ენგურჰესი

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმრო 2 ღამე
გიდი

თბილისში ჩამოსვლის დრო – 23:30 სთ ზე.

არ შედის კვება.

წამომსვლელთა საყურადღებოდ:
გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 7 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).

????

- თქვენი საიმედო პარტნიორი

მესტია — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
  • მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
  • კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
  • ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
  • ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
  • უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.

მესტია: გზამკვლევი
მესტია

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება მესტიას?
მინიმუმ 3 დღე: ერთი მესტიისთვის, ერთი უშგულისთვის და ერთი ლაშქრობისთვის. გზაში დახარჯული დრო ცალკე ჩათვალეთ.
ფრენა თუ მანქანა?
ფრენა დროს ზოგავს, მაგრამ თვითმფრინავი პატარაა და ცუდ ამინდში რეისი უქმდება. საიმედოა გზაც: ზუგდიდიდან ხეობით მგზავრობა თავისთავად ლამაზია.
რამდენად რთულია უშგულამდე მისვლა?
გზის დიდი ნაწილი უკვე ასფალტიანია, მაგრამ ზოგი მონაკვეთი კვლავ რთულია; ჩვეულებრივ ჯიპით მიდიან, 1,5–2 საათში.
შეიძლება ზამთარში სათხილამუროდ?
კი, ჰაწვალი ქალაქის თავზეა, თეთნულდი კი დაახლოებით 20 კმ-ში, გრძელი ტრასებით. სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრიდან მარტამდეა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.