ბახმარო-ბუხარი,კოტეჯი და თოვლი
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კოტეჯი....ბუხარი... თოვლი....დათოვლილი ნაძვები...სიმშვიდე.... არა ინტერნეტი....არა ელექტროენერგია.... პოზიტივი..სიცილი...მოგონებები...დაუვიწყარი წუთები...
???? ???? ???? ????
ალბათ ასეთ ტურზე ყველა ოცნებობს <3
ასეთი ორი დღის მოყვარულები ვინც ხართ, სწორედ თქვენ უნდა შემოგვიერთდეთ, სწორედ თქვენ გელოდებათ ასეთი მყუდრო სიტუაცია ჩვენთან <3
თუ გსურთ დასვენება ბუხრის პირას და სიმშვიდე წამოდი ბახმაროში ულამაზეს და ძალიან ცნობილ კურორტზე! თან ახლა უფრო ლამაზი და ქათქათააა თოვლიიი <3
ტურის დეტალები:
I დღე: გასვლა თბილისიდან.
დილით დავბინავდებით კოტეჯის ტიპის სასტუმროში მთელი დღის განმავლობაში გვენთება ბუხარი და დავისვენებთ, განვიტვირთებით. ვისაუბრებთ, ვიჭორავებთ ათას საკრიმანჭულო საკითხებზე... (არ ვეხებით პოლიტიკას, არ ვეხებით ფეხბურთს) ცოტას დავლევთ წითელ ღვინოს ბუხართან რომ გაგვეხსნას პოეზიის კარი და გადავალთ
საღამოს აღვნიშნავთ გრანდიოზულად ჯგუფის ყველა წევრი გაცნობას, გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს...
II დღე:
მთელი დღია განმავლობაში გვექნება თავსუფალი დრო
საღამოს 5 საათზე გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით.
შეკრების ადგილი: ქ. თბილისი. რუსთაველის მეტროს მოპიდაპირე მხარეს, ველოსიპედის ძეგლი.
⏰ დაგვიანებულებს ველოდებით მხოლოდ 10 წუთი....
ტურის საფასური იანვრის ბოლომდე იქნება მხოლოდ
საფასურში შედის კომფორტული სპრინტერით მომსახურება
გიდი კომპანიიდან
საოჯახო სასტუმროში ღამისთენება
ფოტოგადაღება
კვება (ინდივიდუალურია მოგვაქვს ორი დღის საგზალი. ან ჯგუფი ვაგროვებთ თანხას და ერთიანად ვყიდულობთ რაც დაგვჭირდება)
როდესაც ტურში ჩაეწერებით შემდგომ გადმოგიგზავნით საბანკო რეკვიზიტებს, რაზედაც ჩარიცხავთ თანხას!
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირბები!
-ვითვალისწინებთ ტურის ორგანიზატორის მითითებებს
-არ ვწუწუნებთ! ელექტრო ენეგრიის ჩართვაზე, არ ვწუწუნებთ ინტერნეტზე და სხვა მსგავს საკითხებზე.
-არ ვეწევით და ვსვავთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
-ტურზე უზომოდ ალკოჰოლური სასმელის მიღება დაუშვებელია!
-მოგვაქვს მთისთვის და თოვლისთვის საჭირო ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი!
-ტური იქნება მაქსიმალურად დასვენებაზე და განტვირთვაზე ორიენტრირებული!
ასევე ულამაზესი ფოტოების გადაღებაზე.
-მოგვაქვს პირადი აფთიაქი (სიცის აწევა და მერე ჩვენ დავარეგულირებთ )
წარმატებულ და ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
ჩოხატაური — რა ტურებს გთავაზობთ
ჩოხატაურზე გავლით ბახმაროს ტურს ვგეგმავთ: ტრანსპორტი მთის გზისთვის მომზადებული მანქანით, ღამისთევა კოტეჯში და, სურვილისამებრ, ერკეთის მონასტერი. თარიღს და ღამეების რაოდენობას თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
ივლისი–აგვისტო ბახმაროს სეზონია: მთაში 18–22°, ქვემოთ, ჩოხატაურში კი ნოტიო სიცხე.
მაისი, სექტემბერი და ოქტომბერი კარგია ქალაქისა და ახლომდებარე მონასტრებისთვის; ბახმაროს გზა ჩვეულებრივ მაისიდან ნოემბრამდეა გახსნილი.
ზამთარში ქვემოთ რბილი, წვიმიანი ამინდია, მთაში კი გზა თოვლით იკეტება.
რა ვნახოთ
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მ-ზე, ხის კოტეჯები, წიწვოვანი ტყე და ზაფხულის გრილი ჰაერი
- ერკეთის მონასტერი — IX საუკუნის ტაძარი ქალაქიდან 6 კმ-ში, სამხრეთით
- ნაბეღლავი — სოფელი, რომლის მინერალური წყალიც მთელ საქართველოში იყიდება
- გურული მრავალხმიანობა — ადგილობრივი გუნდები და ფოლკლორი, ხშირად სოფლის დღესასწაულებზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 270 კმ-ია (3,5–4 საათი), ოზურგეთიდან — 25-იოდე კმ. ბახმარომდე ციცაბო და დაკლაკნილი მთის გზაა, 50 კმ, 1,5–2 საათი; ჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისის ავტომაგისტრალით სამტრედიამდე, შემდეგ გურიისკენ, დაახლოებით 30 კმ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე გესტჰაუსია; ზაფხულში უმეტესობა ბახმაროს კოტეჯებში ჩერდება.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი, ღამით ზაფხულშიც გრილა.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ბახმაროს გზაზე სიგნალი ადგილ-ადგილ წყდება.