ლამპრობა სვანეთში
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 20 კაცი.
ტურის განრიგი
???? გასვლის დრო და ადგილი:
???? ველოსიპედიდან (რედისონის მიმდებარე ტერიტორია)
პირველი დღე
დაბინავება სასტუმროში მესტიაში და დასვენება ერთი საათი.
12:00 საათზე ავალთ ჰაწვალის საბაგიროთ ზურულდის მთაზე,საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები. შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით და გაატაროთ სასიამოვნო დრო ძალიან ლამაზ გარემოში.
16:30 სთ - დაბრუნება სასტუმროში და დასვენება (თავისუფალი დრო), საღამოს დავესწრებით ლამპრობის დღესასწაულს.
მეორე დღე
კურორტი თეთნულდი.
დილით 11:00 საათიდან დელიკებით ასვლა თეთნულდზე და თავისუფალი დრო 17:00 საათამდე.
დაბრუნება სასტუმროში და თავისუფალი დრო.
მესამე დღე:
მესტიის ეროვნული მუზეუმი
ხერგიანის მუზეუმი
ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია
გამომგზავრება თბილისისკენ
???? ტურის ღირებულებება -
ტრანსპორტირება უმაღლესი კლასის მიკროავტობუსით
კვალიფიციური გიდი
ღამისთევა კომფორტულ საოჯახო ტიპის სასტუმროში (მესტიაში)
ფოტოები იხილეთ ბმულზე
კვება ტურის განმავლობაში
ხერგიანის მუზეუმი -
მესტიის ეროვნული მუზეუმი -
ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი - (ერთი საბაგირო).
დელიკებით ასვლა საბაგირომდე -
თეთნულდის საბაგირო - (ერთი საბაგირო).
ყველა ლოკაციაზე შესვლა სურვილისამებრ
????დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი
???? - ლაშა
გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ გადმორიცხული თანხა ტურამდე 4 დღით ადრე უკან არ ბრუნდება.
???? "ჩვენ ვქმნით შენს თავგადასავალს"
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.