ორდღიანი რაჭის ტური

ფოტო: ალ-ო · CC BY-SA 3.0; ალ-ო · CC BY-SA 3.0; G.N. · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაამბროლაური
ფასიფასი — მოთხოვნით
ID58996

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

????თოვლით დაფარული რაჭა????
????????მოგიზგიზე ბუხარი????????
????????ტკბილი მოგონებები ბუხართან????????

????შაორის წყალსაცავი
????ნიკორწმინდის ტაძარი
????საყინულეს მღვიმე
????გლოლის ციხე
????ონის სინაგოგა
????ბარაკონის ტაძარი
????სიყვარულის ჩანჩქერი
????შოვი

????მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით????
????გზის კვება ლანჩი????????????
????განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში????
????გამყოლის მომსახურეობა????

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ პირადში
????მის: გორი სტალინის გამზ: 23 (გარსევანიშვილის 1)

ამბროლაური — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ამბროლაურსა და მის შემოგარენში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია ხვანჭკარის მარანში და ღამისთევა რაჭაში. ორ-სამდღიან მარშრუტს ონითა და შოვით შეგიდგენთ თქვენთვის სასურველ დღეებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დღისით 18–25°, ოქტომბერში რაჭაში რთველია და ხვანჭკარას კრეფენ.
ივლისი–აგვისტო თბილია, 28–30°-მდე, მაგრამ საღამოს მთიდან გრილი ქარი უბერავს.
ზამთარში თოვლიანია; ქალაქამდე გზა იწმინდება, თუმცა მაღალმთიან სოფლებში მისვლა შეიძლება გაჭირდეს.

რა ვნახოთ

  • ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი მდიდარი ქვის ჩუქურთმით, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ხვანჭკარა — სოფელი, რომლის ვენახებიდანაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილი ღვინო მოდის; მარნებში დეგუსტაციაა
  • შაორის ტბა — ხელოვნური ტბა ნაკერალის ქედზე, ფიჭვნარით და გრილი ჰაერით
  • ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი სოფელ ცესში, ღრმა ხეობის თავზე
  • ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი — რაჭველი მხატვრების ნამუშევრები და ადგილობრივი ეთნოგრაფია
  • რიონის სანაპირო — სასეირნო ადგილი ქალაქის ცენტრთან

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ამბროლაურამდე დაახლოებით 220 კმ-ია, მანქანით 3,5–4 საათი. მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან დადის და 4,5–5 საათი მიდის; ამბროლაურის აეროპორტში ნატახტრის აეროდრომიდან პატარა თვითმფრინავიც დაფრინავს, მაგრამ არა ყოველდღე — განრიგი წინასწარ გადაამოწმეთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ბოლო მონაკვეთი მთის დაკლაკნილი გზაა, ზამთარში საბურავები და ამინდი წინასწარ გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე სასტუმროა, ხოლო ხვანჭკარასა და ახლომდებარე სოფლებში — საოჯახო მარნები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი საღამოსთვის, ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, სოფლებში — ცვალებადად.

ამბროლაური: გზამკვლევი
ამბროლაური

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ამბროლაურს?
ქალაქისთვის, ნიკორწმინდისა და ხვანჭკარისთვის ერთი სრული დღე საკმარისია. შაორისა და ონის დასამატებლად 2–3 დღე დაგეგმეთ.
რა უნდა გავსინჯო რაჭაში?
რაჭული ლობიანი, ლორი და, რა თქმა უნდა, ხვანჭკარა. ბევრ ოჯახურ მარანში ღვინოს იქვე, ქვევრიდან ასხამენ.
გზა ზამთარში გასავლელია?
ამბროლაურამდე ჩვეულებრივ კი, მაგრამ თოვლის შემდეგ უღელტეხილებზე შეიძლება ყინული იყოს. წასვლამდე ამინდს გადახედეთ და ზამთრის საბურავებით იმგზავრეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.