ლამპრობა სვანეთში- თებერვალს
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; VillaK · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
"" -ი გთავაზობთ სვანეთის სამდღიან ტურს, ლამპრობის დღესასწაულთან დაკავშირებით.
ლამპრობა - ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში. მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა.
ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებდნენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა.
შეხვედრის დრო და ადგილი:
???? ვიკრიბებით რუსთაველზე არსებულ ველოსიპედის ძეგლთან.
შეხვედრის დრო: 04:30
გასვლის დრო: 05:00
ენგურჰესის ხეობა
ჩანჩქერი ენგურჰესის ხეობაში
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მესტიის საკათედრო ტაძარი
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმის მონახულება
მარგიანების კოშკის მონახულება
საღამოს დავესწრებით ლამპრობის დღესასწაულს.
11:00 სთ-ზე ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტზე ასვლა საბაგირო გზით, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები- მწვერვალების თეთნულდის და უშბას სახით.
დარჩენილ დროს - შეგიძლიათ ისრიალოთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე.
16:00 სთ-ზე გამობრუნება მესტიაში.
09:00 სთ-ზე დელიკებით ასვლა კურორტ თეთნულდზე, გასეირნება საბაგიროთი.
13:00 სთ-მდე თავისუფალი დრო.
14:00 საათისთვის გამომგზავრება მესტიიდან, გზად მოვილოცებთ ლატალის ეკლესიას.
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
საოჯახო სასტუმროში განთავსება
ტურ-ოპერატორის მომსახურება
ფოტო გადაღება
კვება (კვებას ვაგვარებთ ინდივიდუალურად)
მიხეილ ხერგიანის მუზეუმის საფასური - .
მარგიანების კოშკის მონახულება - .
კურორტი ჰაწვალის მონახულება - .
დელიკების საფასური თეთნულდზე ასვლისას -.
დავითი &
ნატა ????
????ორი დღით ადრე ტურიდან ამოწერის შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება, რათა ტური არ ჩაიშალოს.
ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.
Onesteptraveler ????
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.