სვანეთი -ლამპრობა- თებერვალი
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
G&M TOURS გთავაზობთ სვანეთის 3 დღიან ტურს ლამპრობის დღესასწაულზე, რომელიც უკანასკნელ ხანამდე მხოლოდ სვანეთშია შემონახული
ტურის განრიგი:
1 დღე
ჩასვლა მესტიაში , დაბინავება სასტუმროში.
10:00 სთ –ზე ავალთ ჰაწვალზე , შეგვიძლია ვისრიალოთ სათხილამურო ტრასაზე , გავერთოთ და ვისარგებლოთ უმაღლეს წერტილში მდებარე კაფით , საიდანაც იშლება ხედები სვანეთის ულამაზეს მწვერვალებზე უშბასა და თეთნულდზე ,
საღამოს 8 საათიდან იწყება ლამპრობის დღესასწაული
ლამპრობა ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა.
. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თქმულებით, "ლამპრობა" სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი მამაკაცის, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში.
2 დღე
შეკრება 9:00 საათზე
ასვლა თეთნულდზე, ასვლა შესაძლებელია დელიკებით თუ თოვლმა მოგვცა საშუალება , სხვა შემთხვევაში ავალთ ჰაწვალზე
მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
გასეირნება ბეთქილში და მჟავე წყლები
საღამოს თავისუფალი დრო და მესტიის ქუჩებში გასეირნება
3 დღე
შეკრება 9:00 საათზე
მ.ხერგიანის სახლ-მუზეუმი
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
სოფელი ლატალი (ლატალის იოანა წინასწარმეტყველის
სახელობის ტაძარი
ტრანსპორტირება (სპრინტერის მიკრო ავტობუსით)
გიდი
ღამისთევა საოჯახო სასტუმროში -2 ღამე
ფოტოგადაღება პროფესიონალი აპარატით
მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასური .
ჰაწვალზე საბაგიროთი ასასვლელი ბილეთის საფასური .
თეთნულდზე ასასვლელი საბაგირო სურვილის შემთხვევაში
კვება ინდივიდუალურად მოგვაქვს მარაგი , შესაძლებელია კაფეში კვება ან ადგილზე შეძენაც
ვითვალისწინებთ : არ ვიგვიანებთ , არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში, არ ვსვათ და არ ვეწევით ტრანსპორტში , არ ვანაგვიანებთ გარემოს.
ალკოჰოლური სასმელის წამოღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით
ტურზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თვითნებულად გადახვევა ბილიკიდან ორგანიზატორთან შეუთანხმებლად
ვითვალისწინებთ ორანიზატორის მიერ დათქმულ დროს და დროულად ვბრუნდებით ტრანსპორტთან.
ყოველივე ზემოთხსენებულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას მონაწილე გამოეთიშოს ტურს
???? ალექსანდრე
???? მაკა
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ!
მიმღები ი/მ მაკა ბრეგვაძე
პ/ნ 66
ჩარიცხული თანხა 3 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.