ბაკურიანის ტური იანვარს
ფოტო: Davit 83 · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური გელოდება შენ
ზამთარი მოგვიახლოვდა და დროა დაჯავშნო შენი ერთი დღე სთან
ჩვენ ვიზრუნებთ რომ გაატარო დაუვიწყარი დრო
თუ მოგბეზრდათ ზამთარი თოვლის გარეშე, თუ გინდა რომ ბევრი ისრიალო, იგუნდაო, გაერთო და მოწყდე ყოველდღიურ რუტინას, წამოდი ჩვენთან ერთად
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
პროფესიონალი გამყოლი
კვება:
ერთი დღის სამყოფი საკვები მოგვაქვს ყველას
???? გასვლა 07:30 საათზე, M დიდუბის ზედა ამოსასვლელი
???? დაბრუნება 22:00 საათზე, M დიდუბის ზედა ამოსასვლელი
გასათვალისწინებელი დეტალები:
არ ვაგვიანებთ შეკრების ადგილზე; ????
ვიცავთ ორგანიზატორის მითითებებს; ‼
არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში;
მოწყენილობას ვტოვებთ თბილისში! ????????????????????
ბაკურიანი — რა ტურებს გთავაზობთ
სათხილამურო ტური ბაკურიანში — ტრანსფერი თბილისიდან, სასტუმრო ან კოტეჯი, სურვილისამებრ სკიპასი, აღჭურვილობა და ინსტრუქტორი. ზაფხულში — ბორჯომსა და ტბებთან ერთად. პაკეტს თქვენს თარიღებზე აგიწყობთ.
როდის წავიდეთ
სათხილამურო სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე გრძელდება; საუკეთესო თოვლი იანვარ-თებერვალშია, ტემპერატურა −5-დან −10°-მდე.
საახალწლო დღეებსა და იანვრის პირველ ნახევარში ყველაზე ხალხმრავალი და ძვირია.
ზაფხულში გრილა, 18–22°: ტყის ბილიკები, ველოსიპედი და ცხენით სეირნობა.
რა ვნახოთ
- დიდველი — კურორტის მთავარი სათხილამურო ზონა გონდოლითა და სხვადასხვა სირთულის ტრასებით
- კოხტა-მიტარბი — ფერდობები და საბაგირო, რომელიც კოხტას მიტარბის ხეობასთან აკავშირებს
- 25-იანი — მოკლე და მარტივი ფერდობი ცენტრთან, დამწყებთათვის და ბავშვებისთვის
- „კუკუშკა" — ბორჯომიდან მომავალი პატარა მატარებელი და ცნობილი ხიდი წაღვერთან
- ბოტანიკური ბაღი — ალპური ფლორა და ფიჭვნარი, ზაფხულში სასეირნოდ
- ტაბაწყური — დიდი მთის ტბა, მანქანით დაახლოებით 40 წუთში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ხაშურისა და ბორჯომის გავლით დაახლოებით 190 კმ-ია, 3 საათამდე. ბორჯომიდან მარშრუტკით 40 წუთი სჭირდება, ხოლო ვიწროლიანდაგიანი „კუკუშკა" ამ მონაკვეთს დაახლოებით 2,5 საათში გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ბორჯომიდან 30 კმ აღმართით ტყეში; ზამთარში მანქანას ზამთრის საბურავები ან ჯაჭვები სჭირდება.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და დიდველის მიმართულებით — სასტუმროები, კოტეჯები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, სათვალე და მზის კრემი; აღჭურვილობის ქირაობა ადგილზეა.
კავშირი: ინტერნეტი კურორტზე კარგად მუშაობს.