national delicacy

19-20-21 ივნისი - თუშეთის სამდღიანი ტური

  • ID: 58923
  • ნახვები: 942
complogo
დაივერს ჯორჯია
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/06/20
    დაბრუნება
    • 21/06/20
დამატებითი ინფორმაცია

ტურის სახეობა: კულტურულ-შემეცნებითი
სატრანსპორტო საშუალება: 7 ადგილიანი დელიკა
კვება: კვების გარეშე
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)

ტურის დეტალური აღწერა:
I დღე:
05:00 სთ. გასვლა თუშეთის მიმართულებით
(გზად შევჩერდებით თელავის ბაზრობაზე, ჩანჩქერთან და აბანოს უღელტეხილზე, საიდანაც ზღაპრული ხედები იშლება)
15:00 სთ. სოფ. შენაქოს მონახულება
17:00 სთ. სოფ. დიკლოს მონახულება (ციხემდე ცალმხრივად სავალი 1.8 კმ. მარტივი სირთულის)
18:30 სთ. დაბინავება სასტუმროში
II დღე:
10:30 სთ. სოფ. დართლოს მონახულება
12:00 სთ. სოფ. დანო და კვავლოს მონახულება (ცალმხრივად სავალი 1.2 კმ. მარტივი სირთულის)
14:00 სთ. სოფ. ჭეშოს მონახულება
15:00 სთ. სოფ. ფარსმას მონახულება (ცალმხრივად სავალი 0.5 კმ. მარტივი სირთულის)
17:00 სთ. სოფ. ბოჭორნას მონახულება
18:00 სთ. სოფ. დოჭუს მონახულება (დისტანციურად)
19:00 სთ. დაბინავება სასტუმროში
III დღე:
11:00 სთ. ომალოს კესელოების მონახულება
12:00 სთ. ქუეს გადასახედი
13:00 სთ. ვიზიტორთა ცენტრის მონახულება
14:30 სთ. გამომგზავრება თბილისში

ღირებულება:
ტურის ღირებულება გახლავთ:
✅ 185 ლარი კარვებში განთავსებით
✅ 225 ლარი საერთო სველწერტილებიან ნომერში განთავსებით
✅ 245 ლარი ინდივიდუალურ სველწერტილებიან ნომერში განთავსებით
ღირებულებაში შედის:
1) მგზავრობა 7 ადგილიანი დელიკის ტიპის ჯიპით (გამოცდილი და კვალიფიციური მძღოლებით)
2) ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)
3) საკარვე აღჭურვილობა ან საოჯახო სასტუმრო მირგველაში (რა ფასიან პაკეტსაც აირჩევთ იმის მიხედვით)

დამატებითი ინფორმაცია:
✔️საკვებს ვითვალისწინებთ ინდივიდუალურად (შეგიძლიათ წამოიღოთ რაც მოგესურვებათ ან ერთიანად შევიძინოთ თელავის ბაზრობაზე, შესაძლებელია სასტუმროს კვების სერვისით სარგებლობაც)
✔️ კარვების 185 ლარიანი პაკეტის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს სრულ საკარვე აღჭურვილობას (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი), კარვები იშლება სასტუმროს ეზოში და შესაბამისად, შეგეძლებათ სარგებლობა სასტუმროს სამზარეულოთი და სველი წერტილებით)

ზოგადი ინფორმაცია:
ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.

კომპანიის საბანკო ანგარიში:
თიბისი ბანკი: GE04TB7669136020100003 - შპს "დაივერს ჯორჯია"; ს/კ 435432462.

☎️ 599 20 99 44; 599 02 44 66
???? info@diversegeorgia.com
???? diversegeorgia.com
???? თბილისი, წერეთლის 116

Diverse Georgia - თქვენი საიმედო მეგზური 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე185.00
დაივერს ჯორჯია
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/06/20
    დაბრუნება
    • 21/06/20