თოვლის ფესტივალი შოვში

ფოტო: Jelger Groeneveld · CC BY 2.0; Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაონი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID58766

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

#ესსაქართველოა
#რაჭა
#გამოგვყევიჩვენ

სანახავი ობიექტები:

პირველი დღე:
ნაქერალას უღელტეხილი
შაორის ტბა
მჟავე წყლები
შოვი "თოვლის ფესტივალი"
დაგეგმილია გასართობი აქტივობები და ღონისძიება
მუსიკალურ განწობაზე ნათია დუმბაძე & Groovers band” იზრუნებს
განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში

მეორე დღე:
ონის სინაგოგა
ბარაკონი
ნიკორწმიმდა
სიყვარულის ჩანჩქერი

???? ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით
???? მეგზური
????ფოტოგადაღება
????საოჯახო სასტუმრო

თოვლის ფესტივალზე დასწრება

ტურზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში და ძალიან მალე გიპასუხებთ ⏳

????შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ ????????????
--------------------------------------------------------------------------
ოპერატორი:

ონი — რა ტურებს გთავაზობთ

ზემო რაჭის ტური ონიდან იწყება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღამისთევა ონში ან შოვში და გასვლები მთის სოფლებში. მარშრუტს თქვენს დროსა და ტემპზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: ქალაქში 22–27°, მთაში უფრო გრილა, შოვის ბილიკები კი თოვლისგან თავისუფალია.
მაისი და ოქტომბერი მშვიდი და ლამაზია, თუმცა მაღლა ღამით ცივა.
ზამთარში ონი თოვლში დგას; შოვის და ღების მიმართულებით გზა შეიძლება დროებით ჩაიკეტოს.

რა ვნახოთ

  • ონის სინაგოგა — 1895 წელს აშენებული, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და ლამაზი სინაგოგა
  • შოვი — საკურორტო სოფელი ფიჭვნარში, მინერალური წყაროებით და ბილიკებით ბუბას მყინვარისკენ
  • უწერა — სამკურნალო მინერალური წყლების სოფელი ტყიან ხეობაში
  • ღები — ზემო რაჭის მაღალმთიანი სოფელი ქვის სახლებით, რიონის სათავეებთან
  • ზემო რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — არქეოლოგიური ნივთები და რაჭული ყოფა

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ონამდე დაახლოებით 250 კმ-ია, მანქანით 4–4,5 საათი ამბროლაურის გავლით. მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან დადის, ხოლო ამბროლაურიდან ონამდე 30 წუთის გზაა.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ამბროლაურის გავლით, ბოლო ნაწილი მთის გზაა რიონის ხეობაში.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; შოვსა და უწერაში — საკურორტო სასტუმროები და კოტეჯები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ლაშქრობისთვის — მთის ფეხსაცმელი და საწვიმარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი მუშაობს, მთის სოფლებში — ყველგან არა.

ონი: გზამკვლევი
ონი

ხშირი კითხვები

ღირს თუ არა ონში ღამის გათევა?
კი, თუ შოვში, უწერაში ან ღებში აპირებთ — ონიდან ყველა მათგანი ერთი დღის გასვლაა. თავად ქალაქისთვის ნახევარი დღე საკმარისია.
შოვი ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ზაფხულში შოვი ოჯახების საყვარელი ადგილია: სუფთა ჰაერი, მარტივი ტყის ბილიკები და მინერალური წყაროები.
მამისონის უღელტეხილით სადმე გასვლა შეიძლება?
არა. მამისონის გზა საზღვრისკენ მიდის და გასასვლელი არ არის, ამიტომ ონიდან უკან იმავე გზით ბრუნდებიან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.