national delicacy

სვანეთის ტური ახალწელს (6 კაციანი ჯგუფი)

  • ID: 58580
  • ნახვები: 1078
complogo
ლიბერთი თრეველ
დამატებითი ინფორმაცია

შეხვდით ახალ წელს სვანეთში ჩვენთან ერთად! ♥
გაატარეთ დაუვიწყარი ახალი წლის დღეები Liberty Travel-თან ერთად.
თოვლი, სითბო, სილამაზე და მეგობრული გარემო ♥
ყველა პირობა იმისთვის რომ თავი იგრძნოთ კომფორტულად 

ტ უ რი  შ ე დ გ ე ბ ა   მ ა ქ ს ი მ უ მ  6 ადამიანისგან.

ტურის თარიღი 31 დეკემბერი 1-2 იანვარი

დღე პირველი (31 დეკემბერი)

04:00 შეკრების ადგილი: სააკაძის მოედანთან (საბურთალო, გეპეის VI კორპუსის წინ)
04:30 გასვლა სვანეთის მიმართულებით
გაჩერება ენგურჰესის კაშხალთან. (ფოტოების გადაღება, წახემსება)
15:00 ასვლა ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე საბაგირო გზით. სვანეთის დიადი მთებით ტკბობა. დათოვლილი თეთნულდი, მესტია და ახალი წლის მოლოდინი ♥
ვისრიალებთ სათხილამურო ტრასაზე
საღამოს ჩავალთ ისევ მესტიაში და მოვემზადებით ახალი წლის შესახვედრად ♥
გავშლით საახალწლო სუფრას, გავუზიარებთ ემოციებს ერთმანეთს და დავესწრებით საახალწლო კონცერტს.

დღე მეორე (1 იანვარი)

09:00
ვსაუზმობთ
10:00 ავდივართ თეთნულდის (სურვილისამებრ ჰაწვალი) სათხილამურო ტრასაზე, დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ აქ. ვსრიალებთ, ვგუნდაობთ ♥
საღამოს ვბრუნდებით მესტიაში და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მივულოცავთ ახალიწლის დადგომას საახალწლო სუფრაზე ერთმანეთს.

დღე მესამე (2 იანვარი)

09:00 დაიბედეთ სვანეთი :)) ამ დღეს ხომ ბედობაა.
გამოგვყევი და დაიბედე მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობა, ახალი მეგობრების შეძენა, ულევი ემოცია და სიყვარული ♥
ვსაუზმობთ
ავდივართ მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით ჰაწვალზე :) სადაც მოქმედებს ორი 400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ევროპის წამყვან სათხილამურო კურორტებს.
დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს
ვნახავთ ლატალში უძველეს ეკლესიებს, საკათედრო ტაძარს მესტიაში
დაბრუნება თბილისში

ტურის ღირებულება: 150 ლარი
ღირებულებაში შედის:
☑ ტრანსპორტირება;( 6 კაციანი მინივენით)
☑ საოჯახო სასტუმროში განთავსება
კვების საკითხს ინდივიდუალურად ვაგვარებთ. ვკრიბავთ თანხას და ვაწყობთ საახალწლო სუფრას :)

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დარეკეთ:

ტლ: 598 21 81 23;

ელ.ფოსტა:libertytravelge@gmail.com

https://www.facebook.com/libertytravelge/

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე150.00
ლიბერთი თრეველ