national delicacy

ნავდარაანთკარი, ბზიანა, ამოტრიალებული საყდარი, ზედაზენი და ა.შ.

  • ID: 57947
  • ნახვები: 1967
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/12/19
    დაბრუნება
    • 07/12/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ტყეებში მიმალულ ბილიკებზე, სადაც აღმოაჩენთ უძველეს მონასტრებს.

1. ზედაზნის მონასტერი - იოანე ზედაზნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 ს.
2. თბილისის ეროვნული პარკი - ზედაზნის ტყე.
3. ნავდარაანთკარის წმ. გიორგის ეკლესია და ღვთისმშობლის სახელობის ნიში მე -6- 7 სს. (მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.)
4. ბზიანის მონასტერი - სამი ეკლესია, ფრესკები, გალავანი. მე -8 -12ს.ს.
5. შირმის წყარო
6. კლდეზე მიკრული ეკლესია - გვიანდელი ფეოდალური ხანა.
7. ბერების საყდარი - გვიანდელი ფეოდალური ხანა.
8. ამოტრიალებული საყდარი
9. წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილების ეკლესია და ილია წინამძღვრიშვილის მიერ 1883 წ. დაარსებული სასოფლო - სამეურნეო სკოლა, სადაც გახსნისას სიტყვა წარმოთქვა ილია ჭავჭავაძემ.

✔ 7 დეკემბერი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში:
3 კმ. მარტივი, ტყის ძველ სამანქანო გზაზე.
 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
7:45 სთ. გავდივართ 8:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).

 

- კლდეზე მიკრული ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში. მდებარეობს ტუხალდის ხევის ნაპირას, ციცაბო კლდის ტერასაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.ეკლესია დარბაზულია (6,85 X4,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველში შემორჩენილია სატრაპეზო ქვის ფრაგმენტები. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ხის ძელებზე გამართული იატაკი ეკლესიის ქვეშ მოწყობილი სათავსის ჭერს წარმოადგენდა. სათავსი გეგმით სწორკუთხაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მის აღმოსავლეთ კედელში პატარა სწორკუთხა სარკმელია, ხოლო დასავლეთ კედელში - სწორკუთხა ნიში.დასავლეთიდან ეკლესიას მთელ სიგრძეზე აგურით ნაგები კარიბჭე ეკვრის. კარიბჭის ოთხივე კუთხეში მდგარ სწორკუთხა ბოძებს საბჯენი თაღები ეყრდნობა. კარიბჭე გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის ღერძი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მიმართული. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.

- ბერების საყდარი — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტუხალდის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ხშირ ტყეში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურით. მისთვის მოგვიანებით სამხრეთის მხრიდან მეორე ეკლესია მიუშენებიათ, ხოლო უფრო გვიან დასავლეთიდან კოშკური ნაგებობა. დარბაზული ეკლესიისგან შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული ნაწილი და სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთი, სამხრეთის ეკლესიიდან - აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი.დარბაზულ ეკლესიას სამხრეთით ფართო და თაღოვანი შესასვლელი აქვს. საკურთხეველში თაღოვანი სარკმელია, მის ქვემოთ - ნახევარწრიული თაღოვანი ნიში. სამხრეთ ეკლესიაში აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. კოშკური ნაგებობის პირველი სართული ორივე ეკლესიას თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება.

- ბზიანის კომპლექსი — კომპლექსი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე სოფელ შანკევანის დასავლეთით მიმდებარე ტერიტორიაზე.
კომპლექსში შედის სამი ეკლესია და გალავანი.
კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდგარი დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვით. კონსტრუქციულ ადგილებში (კამარა, კონქი, თაღები) გამოყენებულია გათლილი შირიმის ქვა. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII საუკუნით.
პირველი ეკლესიის აღმოსავლეთით 10-12 მეტრზე დგას წმ. გიორგის ეკლესია, თარიღდება XII საუკუნით. მისთვის სამხრეთიდან მოგვიანებით მეორე ეკლესიაც მიუშენებიათ. ორივე ეკლესია ნაგებია აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით.

- ნავდარაანთკარის კომპლექსი მოიცავს წმ. გიორგის ეკლესიას და ღვთისმშობლის ნიშს:
1. წმ. გიორგის ეკლესია ( მე-6 ს-მე-7 სს) დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს (დასავლეთის კარი ეკლესიის აღდგენის დროს ამოუშენებიათ (ძველი გადაკეთებაა). კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან კი ტიმპანითაა დასრულებული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია (სარკმლები გადაკეთებულია). აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის კამარა მხრებზე გადასულ თაღს ებჯინება. დარბაზის სივრცე დაუნაწევრებელია. ტაძარს ჩრდილოეთიდან გვიანი მინაშენი აქვს, რომელში გასასვლელად ტაძრის ჩრდილოეთ კედელი გაურღვევიათ. მინაშენი სწორკუთხაა და ეკლესიაზე მოკლეა. აღმოსავლეთის კედელში მცირე სარკმელი აქვს. მინაშენს ცალფერდა გადახურვა აქვს.
2. ნიში ტაძრის ჩრდილოეთით, 10 მეტრში დგას. ადრე წმ. გიორგის სახელობის იყო, ახლა ღვთისმშობლის სახელობით იხსენიებენ. აგებულია რიყის ქვით (2.5X2.1 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში სახატე ნიშია გაკეთებული. გადახურულია დაბალი კამარით.
3. ტაძრის გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება.

- ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე, საგურამოს სამხრეთით 6 კილომეტრზე მდებარეობს.
სავარაუდოდ, სახელი “ზედაზენი” მოსავლისა და ნაყოფიერების წარმართული ღვთაების ზადენის სახელს უკავშირდება და “ზედა ზადენს” ნიშნავს. შესაძლოა, ოდესმე აქ მისი კერპიც იდგა. ზადენის კერპი ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება გახლდათ, რომელსაც თაყვანს ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ. VI საუკუნეში კი საქართველოში ჩამოსულ ასურელ მამათა წინამძღვარი თავის თორმეტი მოწაფითურთ ამ მთაზე დამკვიდრდა. მამა იოანემ აქ მონასტერი დააარსა და თავადაც ზედაზნელი ეწოდა. იოანემ შეარჩია “მთაი… მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო”, “აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ”. აქ “პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრეს მუნ”. მისი მოწაფეები შემდგომ საქართველოს სხვადასხა კუთხეში წავიდნენ სამოღვაწეოდ, მამა იოანე კი სიცოცხლის ბოლომდე ზედაზენზე დარჩა და ანდერძისამებრ აქვე დაკრძალეს, მღვიმეში, რომელშიც მოღვაწეობდა.
დღეს ზედაზნის მთაზე დგას იოანე ნათლისმცემლის სახელზე ნაკურთხი VIII საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც კათალიკოსმა კლემენტოსმა ააშენა. გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. მისი ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის საკურთხეველში შეჭრილია ქვის კუბო იოანე ზედაზნელის წმიდა ნაწილებით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ – აგურით, გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაც გვხვდება. ეკლესიის სამხრეთით რვაწახწაგა სამრეკლო დგას. მის დასავლეთით გამოყოფილია XVIII საუკუნით დათარიღებული მცირე სენაკი.
1705 წელს ზედაზენზე სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა და მოგვიანებით კვლავ განახლდა. მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. აქ გაჩაღებული უნდა ყოფილიყო კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მწიგწნობრის, მიქაელ წინამძღვრის სახელი (XI ს.). მის მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე უცნობმა ავტორმა აღწერა ამ მონასტრის დამაარსებლის იოვანე ზედაზნელის ცხოვრება.
ზედაზნის მონასტერი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/12/19
    დაბრუნება
    • 07/12/19