national delicacy

კვეტერა, ცხრაკარა, საბადური, ბახტრიონი

  • ID: 57924
  • ნახვები: 2633
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/12/19
    დაბრუნება
    • 07/12/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 7 დეკემბერს, შაბათს, თიანეთსა და ახმეტას ესტუმრება. მოვინახულობთ მეტად მომხიბვლელ და ისტორიულ ადგილებს.

1. საბადურის ტყე (თბილისის ეროვნული პარკი).
2. კვეტერას ისტორიული ციხე-ქალაქი - კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია. იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი, მე-8-11 საუკუნეები. ლევან გოთუას დაუვიწყარ რომანში "გმირთა ვარამი" მთავარი თავი მიძღვნილი აქვს ამ ადგილს.
3. მატნის ცხრაკარა - მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა ნაგებობებისაგან, რომლებსაც გარს არტყავს არაწესიერი მოხაზულობის დაბალი გალავანი. მონასტრის მთავარი შენობა, მე-5-6 საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა.
4. ბახტრიონის კომპლექსი - ციხე და ეკლესია მდებარეობს მდ. ალაზნისა და ილტოს შესართავის მახლობლად. აგებულია მე-17 ს-ში ირანის შაჰის აბას II -ის (1640-1666) ბრძანებით, სპარსელთა ბატონობის განსამტკიცებლად. სწორედ ამ ადგილს მიუძღვნა ვაჟა-ფშაველამ თავისი უკვდავი პოემა "ბახტრიონი", რომელშიც აღწერილია 1659 წლის აჯანყება, რომელიც კახეთის მთა-ბარს ყიზილბაშებისგან ბახტრიონის განთავისუფლებაში დაეხმარა.
5. ალვანის ცხრაკარას სასახლის კომპლექსი (თუ დრო დაგვრჩა) - ლევან მეფის (1520–1574 წწ.) სასახლის კომპლექსის ნაშთები. მის მახლობლადაა იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, რომელშიაც ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძლიერ დაზიანებული პორტრეტებია გადარჩენილი.

✔ 7 დეკემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
კვეტერას ისტორიული ციხე-ქალაქი - 1 კმ.
მატნის ცხრაკარა - 3 კმ.
მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:15 სთ. გავდივართ 07:30 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე. ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია. წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება. 1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

✔ მატნის ცხრაკარა - მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა ნაგებობებისაგან, რომლებსაც გარს არტყავს არაწესიერი მოხაზულობის დაბალი გალავანი. მონასტრის მთავარი შენობა, V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა, ჯერ კიდევ ძველ დროს VIII-IX საუკუნეებში, ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ, რამაც მისი თავდაპირველი ფორმების მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ამ პერიოდში მისთვის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დარბაზული ეკლესიები, ხოლო დასავლეთიდან კარიბჭე მიუშენებიათ. მომდევნო ხანებში ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის თავზე მოუწყვიათ დაბალი კამაროვანი სათავსი. უფრო გვიან, სავარაუდიოდ XVII საუკუნეში, ამ სათავსზე დაუდგამთ აგურის სამრეკლო, ხოლო ბაზილიკაზე სამხრეთიდან მიშენებულ ეკლესიაზე, აღმოსავლეთიდან სწორკუთხოვანი დარბაზი მიუდგამთ. მეორე ნაგებობა ბაზილიკის შუა ნავის აღმოსავლეთ კედელზეა მიყრდნობილი. ბაზილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, ხოლო დასავლეთით, ოთხიოდე მეტრზე, განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ამ ეკლესიის სამხრეთით კი პატარა კამარაჩამოქცეული შენობაა, რომელიც სავარაუდოდ მონასტრის ბიბლიოთეკა უნდა ყოფილიყო. XV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება მოხატულობა, რომელიც ეკლესიის კანკელსა და დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი.

✔ ბახტრიონის კომპლექსი - ციხე და ეკლესია მდებარეობს მდ. ალაზნისა და ილტოს შესართავის მახლობლად. აგებულია მე-17 ს-ში. ციხე აშენდა ირანის შაჰის აბას II -ის ( 1640-1666) ბრძანებით, სპარსელთა ბატონობის განსამტკიცებლად. ციხეს მათთვის დიდი სტრატეგიული მნშვნელობა ჰქონდა, იგი კონტროლს უწევდა კახეთის მთიანეთისა და ბარის დამაკავშირებელ გზებს, უზრუნველყოფდა მომთაბარე თურქმანთა უშიშროებას. ციხის სახელწოდება სოფ, ბახტრიონის სახელიდან მომდინარეობს. კახეთის 1660 წლის აჯანყების დროს ამ ციხესთან მიოხდა მთავარინ ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობდენენ ზაალ არაგვის ერისთავის ზურაბის სარდლობით, ქსნის საერისთაოს ჯარი შალვასა და ელიზბარის მეთაურობით და კახ-თუშ-ფშავ-ხევსურთა ლაშქარი შესაბამისად ბიძინა ჩოლოყაშვილის, ზეზვა გაფრინდაულის, გოგოლაურის და ხოშარაულის მეთაურობით. კომპლექსის ტერიტორიაზე დგას ეკლესია ციხის აღმოსავლეთით სამოც მეტრზე, განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით, შეკეტებულია აგურით, ეკლესია სწორკუთხაა, შესასვლელი სამხ-დან აქვს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/12/19
    დაბრუნება
    • 07/12/19