national delicacy

ბევრეთი, ლისი, წოდორეთი

  • ID: 57756
  • ნახვები: 2209
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/11/19
    დაბრუნება
    • 30/11/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 30 ნოემბერს, შაბათს, ბევრეთის წმ. თეკლას სავანეს ეწვევა. ვილაშქრებთ მდ. დიღმისწყლის ხეობაში, რომლის სათავეებშიც მდებარეობს ბევრეთის ნასოფლარი. ვარაუდობენ, რომ აქ ადრე ბერები ცხოვრობდნენ, ხოლო დასახლებას ერქვა ბერეთი. ახლა აქ დედა მონასტერია, რომლის ნახვა გულგრილს ვერავის დატოვებს: შირიმის ნატიფი ქვით ნაგები ულამაზესი ტაძრები (ტაო-კლარჯეთის ეკლესიათა მსგავსი), მონასტერში შესასვლელი საოცარი გვირაბი, სიმშვიდე, სიწყნარე, სუფთა ჰაერი, დედათა სითბო, სულიერების საოცარი კერა. სავანეში დროის ათვლა მზის ჩასვლიდან იწყება და ამაზეა აგებული სავანის მთელი ტიპიკონი – მონასტრის საეკლესიო და ყოფითი ცხოვრება. სავანეს აქვს ხატწერის სახელოსნო. ტურის ფარგლებში ასევე ვიხილავთ არაბთა ბატონობის ხანაში აგებულ და ზუსტად დათარიღებულ ტაძარს, რასაც ადასტურებს კარგად შემონახული წარწერები. ვიხილავთ ძველ ნასოფლარებს და ტურს დავასრულებთ ლისის ტბაზე განტვირთვით. აქ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონაა. ტბის ტერიტორია გამოირჩევა თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით. მაშ ასე, ტურის ფარგლებში ვნახულობთ:

1. ბევრეთი წმ. თეკლას სავანე, დედათა მონასტერი - საფუძველი ჩაეყარა 1995 წელს, როცა რვა მორწმუნემ მამა თეიმურაზის (ჩაჩიბაია) მრევლიდან მონაზვნობის მტკიცე სურვილი გამოთქვა.
2. მაჩხანის თეოდორე ტირონი - წარწერების თანახმად, ეკლესია აშენებულია 853 წელს, არაბთა ბატონობის ხანაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ძეგლია თბილისის მიდამოებში.
3. წოდორეთის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი - შირიმის ქვით ნაგები მცირე ტაძარი და მამა ნექტარის გულთბილი მასპინძლობა.
4. ლისის მონასტერი - ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის (მე-7 ს.) ტაძრები.
5. ლისის ტბა - ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონა.

✔ 30 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 15 ლარი.

???? ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 10 კმ. მარტივი რელიეფი. მიკროავტობუსმა შესაძლოა შეგვიმციროს ფეხით გასავლელი მანძილი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
???? გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
???? მგზავრობა მიკროავტობუსით.
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
???? კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში.
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/11/19
    დაბრუნება
    • 30/11/19