national delicacy

თხოთის მთა, თეთრახევი, სხვილოს ციხე, სამთავისი და ა.შ.

  • ID: 57393
  • ნახვები: 3748
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/11/19
    დაბრუნება
    • 16/11/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 16 ნოემბერს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ-შემეცნებით და სალაშქრო ტურს შიდა ქართლში, კასპის რაიონში.

1. თხოთის მთა, წმინდა ნინოს ეკლესია, მე-7-8 სს. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე. ტაძარს შთამბეჭდავი ადგილი უკავია თხოთის მთის თავზე და აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდ.მტკვრის ხოების, მდ.ქსნის ხეობისა და მუხრანის დაბლობის მიმართულებით.
2. თეთრახევი, წლევის მთის მღვიმე, თადეოზ "თათე" სტეფანწმინდელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 საუკუნე, ქ. კასპის ჩრდილო-დასავლეთით 6-7 კილომეტრზე, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. ♥ თეთრახევი ძალზედ წააგავს გარეჯისა და ვაშლოვანის უდაბნოს და გარშემო შთამბეჭდავი ლანდშაფტები იშლება.
3. სამთავისი - ისიდორე სამთავნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-5-11 საუკუნეები. კომპლექსში შედის: გუმბათიანი ტაძარი - 1030 წ, სამრეკლო - მე-18 ს, ეპისკოპოსის პალატი - განვით. ფეოდ. ხანა, 4. გალავანი - მე-17 ს, მცირე ეკლესია და ა.შ.
4. სხვილოს ციხე–დარბაზის კომპლექსი, მე-10-14 სს. მაღალი მთის ქედზე აღმართული ციხე გადაჰყურებს ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ვაკეს. აქ გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი "შერეკილები", იხ. ბმული: https://youtu.be/EW_2_etp7IE?t=2549
5. ჭალა-ამილახვრიანთა ციხე–დარბაზები, მე-17-18 სს. ამილახორთა (იგივე ამილახვართა) ციხე-დარბაზებისა და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს არაერთხელ იხსენიებენ მე-18 საუკუნის ისტორიკოსები (სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი და სხვ.). მე-18 საუკუნეში ხელისუფლების გაძლიერებისა და ტერიტორიების შემატებასთან დაკავშირებით, ქართლის მსხვილ ფეოდალთა ამილახვართა რეზიდენციამ სხვილოდან ბარში, ქვემო ჭალაში გადმოინაცვლა. ამავე საუკუნეში აქ სასახლე და ციხე-დარბაზი მდგარა.

ტურის ბოლოს გვექნება პიკნიკი, დავანთებთ კოცონს, ტრადიციულად შევწვავთ მწვადებს და ეროვნული სიამაყითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებით დედაქალაქში.

✔ 16 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 21 ლარი.

ფეხით სასიარულო:
თხოთის მთაზე: 2კმ (ერთი გზა), თეთრახევში: 2კმ (ერთი გზა), სხვილოს ციხეზე 1კმ (ერთი გზა) რელიეფი: მარტივი, მიკროავტობუსმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეგვიმციროს ფეხით გასავლელი მანძილი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
მემწვადე რამაზი
ქეიფი ბაქარასთან :)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ სხვილოს ციხე–დარბაზის კომპლექსი, მე-10-14 სს. მაღალი მთის ქედზე აღმართული ციხე გადაჰყურებს ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ვაკეს. სხვილოს ციხის ისტორია დაკავშირებულია ზევდგენიძეთა (ამილახვარნი) ფეოდალური საგვარეულოს აღზევებასთან. მე-14 საუკუნეში მათ ჯერ სხვილოს მამული მიიღეს. აქვე იყო მათი რეზიდენცია. მე-16-17 საუკუნეებში რეზიდენცია ქვემო ჭალაში გადაიტანეს და სხვილოს ციხე-დარბაზმა მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქცია მიიღო. მე-17 საუკუნის 40-იან წლებში სხვილოს ციხე ირანის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის გივი ამილახვარის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. მე-18 საუკუნის ბოლომდე სხვილოს ციხე ამილახვართა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში მან დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული სიმაგრეა, ყველაფერი თითქმის ისეა შემორჩენილი, როგორც სამი საუკუნის წინ იყო. მას მერე მტერმა ვეღარ დაანგრია. სხვილოს ციხის ძირში ძველისძველი სასაფლაოა, ჯვარპატიოსანის დანგრეული ეკლესიით. სწორედ იქ მდებარეობს საფლავის ქვა, რომელიც "შერეკილების" რეჟისორმა თამუნიას მიაწერა. სიმაგრე ისტორიულ წყაროებში პირველად მე-10 საუკუნეში იხსენიება. 1742 წელს ყიზილბაშების წინააღმდეგ შეთქმული გივი ამილახვარი სხვილოს ციხეში გამაგრდა, საიდანაც სოფელ ჭალაში დაბანაკებული იმამ ყული-ხანი განდევნა; იმავე წელს ქართველებმა კიდევ ორი შემოტევა მოიგერიეს. განსაკუთრებით საინტერესო მეორე შემთხვევა იყო: სპარსელებმა ქართლში გივი ამილახვრის კუთვნილი ყველა ციხე აიღეს და ბოლოს სხვილოს მიადგნენ. ალყა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ციხესიმაგრეს რომ ვერაფერი დააკლეს, კუდამოძუებულები გაბრუნდნენ უკან... ერთი მიზეზი, რატომაც იყო ციხე აუღებელი მისი კედლების სისქეა - 2 მეტრი. მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს მსხვილი-მსხვილო-სხვილო.

✔ სამთავისი - ისიდორე სამთავნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-5-11 საუკუნეები. მე-5 საუკუნეში პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად. მე-6 საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ისიდორე სამთავნელი, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. დაკრძალულია აქვე. პირველი ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ მე-10-11 საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ხოლო ახლანდელი მაცხოვრის ამაღლების ტაძარი 1030 წელს ააგო ეპისკოპოსმა ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელმა. 2007 წლიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

✔ თეთრახევი, წლევის მთის მღვიმე, თადეოზ "თათე" სტეფანწმინდელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 საუკუნე, ქ. კასპის ჩრდილო-დასავლეთით 6-7 კილომეტრზე, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. ♥ თეთრახევი ძალზედ წააგავს გარეჯისა და ვაშლოვანის უდაბნოს და გარშემო შთამბეჭდავი პეიზაჟები იშლება.
წლევის მთაზე, თეთრახევის მამების ეკლესიის ნანგრევები თავისი მნიშვნელობით ფასეულია. ისტორიული წყაროების მიხედვით, წმინდა ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, თადეოსმა, იგივე თათე სტეფანწმინდელმა მამათა მონასტერი დაარსა. სავარაუდოდ, მისი საფლავიც სწორედ იქ არის, თუმცა ზუსტად სად, უცნობია. წმინდა ასურელ მამათა შორის წმინდა თადეოსი ერთადერთია, რომლის მიერ დაარსებული მონასტერი დღეს მოქმედი არ არის. როგორც ამბობენ, სამონასტრო ცხოვრება ამ მონასტერში სამი საუკუნის წინ შეწყდა. წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

✔ აღაიანის სამხ.-აღმ.-ით 2 კმ-ზე მდებარეობს თხოთის მთა, რომელიც ჰყოფს მდ.მტკვრის ხეობასა და მუხრანის დაბლობს, მისი აღმოსავლეთ კალთები კი მდ.ქსნისკენ ეშვება. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე. ამჟამად თხოთის მთის თავზე მდგომი ნინოწმინდის ეკლესია თარიღდება მე-7-8 სს.-ით. თავდაპირველი სახით იგი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი იყო, ხოლო მე-9-10 სს.-ის მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება მე-10-11 სს.-ით. სამხ.-ის ფასადზე მე-10-11 სს.-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ტაძარს შთამბეჭდავი ადგილი უკავია თხოთის მთის თავზე და აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდ.მტკვრის ხოების, მდ.ქსნის ხეობისა და მუხრანის დაბლობის მიმართულებით.
323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს მირიან მეფე სანადიროდ გავიდა მუხნარის მხარეს, შემოიარა მისი სანახები და ავიდა თხოთის მთაზე, მაღლარ ტყეში, რომ გადაეხედა ასპისთვის, კასპისთვის და უფლისციხისთვის. ზუსტად შეუადღეს მთაზე მას მზე დაუბნელდა, ჩამოღამდა და სრულმა უკუნმა მოიცვა ის არემარე. სიბნელის გამო მეფეს ყველა თანმხლები მხედარი შემოეფანტა და დარჩა მარტო და იარებოდა მთებზე და ტყე–ღრეში შეშინებული და შეძრწუნებული. მარტოდდარჩენილი მეფე ბოლოს შეჩერდა ერთ ადგილას იმედგადაწურული, კეთილისმყოფელი ღვთის წყალობით გონს მოეგო და გულში გაიფიქრა: არმაზს და ზადენს ვცემდი თაყვანს და მათ ვერ მომიტანეს შვება, ვერ მიხსნეს ამ გასაჭირისგან; ისიც არ ვიცი მთელი ქვეყანა მოიცვა უკუნმა, თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე, თითქოს ცოცხლად ჯოჯოხეთში ვიყო. ახლა ვახსენებ მას, ვისაც ნინო ქადაგებს, ჯვარცმულს და მის ჯვარს და თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე იქნებ მიხსნას გასაჭირისგან. მართლაც, მეფემ მიმართა ნინოს ღმერთს და სთხოვა, რომ გაენათებინა მისთვის ბნელი და სამაგიეროდ, პირობა დადო, რომ აღიარებდა მის სახელს, აღმართავდა ძელს (ჯვარს) და აუშენებდა მას სახლს (ეკლესიას) სალოცავად. მეფემ, ასევე, პირობა დადო, რომ იქნებოდა ნინოს მორჩილი და მიიღებდა რომაელთა რჯულს (ქრისტიანობას). ეს თქვა თუ არა მირიანმა, იმწამსვე გათენდა და მზე გამობრწყინდა. გადმოვიდა მეფე ცხენიდან, გაიწვდინა ხელები აღმოსავლეთისკენ და ადიდა ნინოს ღმერთი, იმ ადგილას კი ქრისტეს ჯვრის აღმართვა გადაწყვიტა, რათა იდიდოს მისმა სახელმა და ეს სასწაულის ამბავი ყოველთვის მოიხსენიებოდეს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე21.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/11/19
    დაბრუნება
    • 16/11/19