შეხვდი შობას ათონის მთაზე და მოილოცე ივერონის მონასტერი !
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: © A.Savin · CC BY-SA 3.0
ფოტო: © Stathis floros · CC BY-SA 4.0
ფოტო: © kallerna · CC BY-SA 4.0
ფოტო: © Roberto Faccenda · CC BY-SA 2.0
ფოტო: © Giles Laurent · CC BY-SA 4.0
ტურის შესახებ
????შეხვდი შობას ათონის მთაზე და მოილოცე ივერონის მონასტერი !
ექსკლუზიური ტური მხოლოდ მამაკაცებისთვის ქართველი გიდის თანმხლებით!
????ტურის ფარგლებში საშუალება გექნებათ მოილოცოთ
ათონის მთის 15 მდე მონასტერი და სკიტი
✔️1 დღე. თესალონიკი – ურანუპოლისი
მაკედონიის აეროპორტში ჩაფრენა. ჯგუფური ტრანსფერი . ურანოპოლისში ჩასვლა. სასტუმროში განთავსება
✔️2 დღე. ურანუპოლი– ათონის წმ. მთა
საუზმე სასტუმროში. 8.30 საათზე შეკრება სამომლოცველო ცენტრის «სოლუნის» ოფისთან ურანუპოლისში.
დიამონიტირიონის მიღება (ათონის ვიზა). გემით გამგზავრება 9.45 საათზე. ჩასვლა დოქიარის მონასტერში. მარიამის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის თაყვანისცემა.გადასვლა (ფეხით) სანაპიროთიქსენოფონტეს მონასტერში. მონასტერში განთავსება. დასვენება, საღამოს ღვთისმსახურებაზე დასწრება. ტრაპეზი. ღამისთევა.
✔️3 დღე. ათონის წმ. მთა
ღვთისმსახურების შემდგომ გემით დაფნიში გადასვლა (გემის ბილეთს გადახდა ადგილზე) . გადაჯდომა კატერზე და წმ. ანას სკიტის მიმართულებით გამგზავრება. გადმოსვლა წმინდა პავლეს მონასტრის ნავსაყუდელთან, მოგვთა ძღვენის თაყვანისცემა (სურვილის შემთხვევაში ჯგუფს შესაძლებლობა ექნება ერთი გაჩერებით უფრო ადრე ჩამოვიდნენ,რათა ეწვიონ წმ. დიონისიატის მონასტერს და შემდგომ უკვე ფეხით მივიდნენ წმ. პავლეს მონასტრამდე). წმ. ანას სკიტიში გადასვლა. განთავსება სკიტში. ღამისთევა. საღამოს ღვთისმსახურება, ტრაპეზი.
✔️4 დღე. ათონის წმ. მთა
დილის ლიტურგიის და ტრაპეზის შემდეგ ბორანით გამგზავრება დაფნში (გემის ბილეთს გადახდა ადგილზე).
გადაჯდომა კარიესის ავტობუსზე. განთავსება წმ. ანდრიას სკიტში. ფეხით კარიესში გადასვლა,ღვთისმშობლის ხატის «ღირს არსის» თაყვანისცემა, კუტლუმუსის მონასტრამდე გადასვლა, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში სასწაულმოქმედი ხატის «ძუძუსმაწოვებელის» თაყვანისცემა. დაბრუნება სკიტში. საღამოს ღვთისმსახურება, ღამისთევა.
✔️5 დღე. ათონის წმ. მთა
დილის ლიტურგიის და ტრაპეზის შემდეგ ფეხით გადასვლა ბერი გაბრიელის კელიამდე, პანაღუსას კელიის მონახულება, სადაც ცხოვრობდა ღირსი პაისი მთაწმინდელი. გადასვლა ივერონის მონასტერში. სასწაულმოქმედი ხატის «კარიბჭის ღვთისმშობლის» თაყვანისცემა. მონასტერში განთავსება, ტრაპეზი, ღამისთევა (იმ შემთხვევაში თუ, მონასტერი ვერ მიიღებს მომლოცველებს, ისინი განთავსდებიან პანდოკრატორის მონასტერში).
✔️6 დღე. ათონის წმ. მთა
დილის ღვთისმსახურების და ტრაპეზის შემდგომ ტრანსფერი ქსიროპოტამის მონასტრამდე. გადასვლა წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. განთავსება. ტრაპეზი. ღამისთევა.
✔️7 დღე. ათონის წმ. მთა – ურანუპოლისი
დილის ლიტურგიის და ტრაპეზის შემდეგ გემით ურანუპოლისში გამგზავრება. სასტუმროში განთავსება.
✔️8 დღე. ურანუპოლისი – თესალონიკის აეროპორტი
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი მაკედონიის აეროპორტში.გზად წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მონახულება სუროტიში. შემდეგ წმ. ანასტასიის მონასტრის მოლოცვა. აეროპორტში მისვლა. გაფრენა
• სასტუმროში განთავსება
• ჯგუფური ტრანსფერი (აეროპორტი - ურანოპოლისი - აეროპორტი)
• ღამისთევა მონასტერში
• გემი - ურანოპოლისი -ათონი - ურანოპოლისი
• გემის და ავტობუსის ბილეთები ათონის ტერიტორიაზე
✅ არ შედის:
• ავიაბილეთი : ქუთაისი - სალონიკი - ქუთაისი
#ტურები
საბერძნეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები საბერძნეთში: კრეტა, ჰალკიდიკი, კორფუ, როდოსი, სანტორინი და ათენი — ფრენით, სასტუმროთი, ტრანსფერით და დაზღვევით. ვიზის გარეშე.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე.
საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი: თბილი ზღვა (23–26°), ნაკლები სიცხე და ხალხი.
ივლისი–აგვისტო: 32–38°, ყველაზე ძვირი; კუნძულებზე ქარი (მელტემი) იცის.
ათენი და ექსკურსიები: აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- აკროპოლისი და პართენონი — ათენის სიმბოლო
- სანტორინი — ოიას მზის ჩასვლა და კალდერა
- კნოსოსის სასახლე — მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე
- მეტეორა — მონასტრები კლდეების წვერებზე
- ათონის მთა — ქართული ივერთა მონასტერი (მხოლოდ მამაკაცებისთვის; ნავით შეიძლება ნაპირიდან ნახვა)
- როდოსის ძველი ქალაქი — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ათენამდე პირდაპირი რეისი დაახლოებით 2,5–3 საათია. სეზონზე დაფრინავს ჩარტერები სალონიკში (ჰალკიდიკისთვის) და კრეტაზე. სხვა კუნძულებზე — ათენის გავლით, შიდა რეისით ან ბორნით.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საბერძნეთი შენგენის ზონაა — საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ვიზა არ სჭირდება (90 დღე 180-დან). გამგზავრებამდე გადაამოწმეთ ETIAS-ის მოთხოვნა.
ვალუტა: ევრო; ბარათი ყველგან.
ენა: ბერძნული; ტურისტულ ადგილებში — ინგლისური.
დრო: თბილისზე 1–2 საათით უკან (ზაფხულში 1, ზამთარში 2).
სხვა: ბორნები კუნძულებს შორის — ჯობს წინასწარ დაჯავშნა ზაფხულში.