ჯუთა - ხევი
ფოტო: Braveheart · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Аліна Семенець · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კვირას ერთდღიანი ტური ულამაზეს ჯუთაში.
არ გამოტოვო ეს შანსი მოინახულო ჭაუხები.
ტურის ხანგრძლივობა:1 დღე
მოსანახულებელი ადგილები:
***ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი
***გუდაურის პანორამული გადმოსახედი
***ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი
***სოფელი სნო (სნოს ციხე და ტაძარი)
***სოფელი ჯუთა
***ბანაკი ზეთა
***ჩანჩქერი
***პატარა ტბა
***ჭაუხები
რეკომენდაცია:
- მოსახერხებელი ფეხსაცმელი
- მზისგან დამცავი სათვალე
- საწვიმარი
- ცოტა თბილი ტანსაცმელ
-ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
-ფოტო გადაღება
-ქართულენოვანი გიდი
- გემოვნებიანი მუსიკა
-კვება
-მოგვაქვს ერთი დღის სამყოფი საკვები და მოვაწყობთ ერთობლივ პიკნიკს.
ფეხით გასავლელი სრული მანძილი : 8 კილომეტრი
---სირთულე: საშუალო / მარტივი
შეკრების და გამგზავრების დრო:
რუსთავი: 07:30 – შეკრების დგილი: სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია
თბილისი: 08:00 – შეკრების ადგილი: თბილისი.დიდუბე სანთო ქიმიის მოპირდაპირედ.
სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
-- დაუშვებელია გარემოს დაბინძურება
-- ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს
-- არ ვაგვიანებთ
-- არ ვკამათობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
-- ვჩერდებით შეთანხმებულ ადგილზე
-- არ ვწუწუნებთ
და ერთად ვქმნით ეკომეგობრულ გარემოს.
თანხის ჩარიცხვა: აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. ის ვინც ტურზე წამოსვლაზე უარს იტყვის ჩარიცხული თანხა უკან არ დაუბრუნდება.
Discover, Love And Save Environment!
აღმოაჩინე, შეიყვარე და გაუფრთხილდი გარემოს!
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.