national delicacy

წინანდალი, ერეკლეს სასახლე, მეღვინეობა - შუმი, შუამთა

  • ID: 56621
  • ნახვები: 5031
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/10/19
    დაბრუნება
    • 19/10/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ-შემეცნებით ტურს კახეთში, თელავის რაიონში.

1. ძველი შუამთის მონასტერი, მე-5-7 სს.
2. ახალი შუამთის მონასტერი, მე-16 ს.
3. ერეკლეს სასახლე ( ბატონის ციხე - თელავის ისტორიული მუზეუმი)
4. საქართველოში ყველაზე დიდი 900 წლის ჭადარი
5. წინანდლი - ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. სამუზეუმო კომპლექსში გაეცნობით ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბებით დეკორატიული ბაღის სილამაზით.
6. ღვინის მუზეუმი ,,შუმი" - ულამაზესი ეზო ფოტოსესიისათვის, დააგემოვნებთ ქართულ ღვინოებს.
დაათვალიერებთ ვაზის სხვადასახვა ჯიშებს.
7. აკურას მამადავითი, მე-9 ს. (თუ დრო დაგვრჩა)

✔ 19 ოქტომბერი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
- ერეკლეს სასახლის ბილეთი:
მოსწავლე-სტუდენტი 1 ლარი. ზრდასრული ადამიანი - 5 ლარი. ექსკურსიამძღოლის მომსახურება - 18 ლარი მთლიან ჯგუფზე.

- წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბილეთი
5 ლარი. ვისაც მხოლოდ სასახლის ეზოს დათვალიერება სურს მათთვის გადასახდელი იქნება მხოლოდ 2 ლარი.

ორივე სასახლეში მოქმედებს ფასდაკლება სტუდენტებსა და მოსწავლეებზე.

- ღვინის მუზეუმი ,,შუმი" - 7 ლარი.
ამ ფასში შედის 2 სახეობის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინის დაგემოვნება, ასევე მუზეუმის დათავლიერება.
რას ვნახავთ ღვინის მუზეუმში:
ვაზის საკოლექციო ვენახს 900 - ზე მეტი ვაზის ჯიშით, საიდანაც 400 -ზე მეტი ქართული ჯიშია; ღვინის მუზეუმს, რომლის უძველესი ექსპონატები დაახლოებით 6000 წლისაა; ეთნოგრაფიულ სახლს, მარანსა და ენოთეკას. მოგემასხურებათ პროფესიონალი გიდი, რომელიც გაგაცნობთ ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიას, ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიას, ქართულ ტრადიციებსა და შუმის ღვინოების დაყენების ხელოვნებას.

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ-დან.
გავდივართ 6:40 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).


კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).
ტურის ბოლოს კი ჯგუფის სურვილის შემთხვევაში გვექნება კოცონ-პიკნიკი და მწვადაობა. ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ემოციებს, ვიმხიარულებთ, მოვყვებით საინტერესო ამბებს და ა.შ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს.


✔ ძველი შუამთის მონასტერი, მე-5-7 საუკუნეები - სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, VII საუკუნის მცხეთის ჯვრის ტიპის და მცირე გუმბათოვანი ეკლესიები. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ.

✔ ახალი შუამთის მონასტერი, მე-16 საუკუნე - ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. იგი დააარსა კახეთის მეფის ლევანის მეუღლე თინათინმა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და იქვეა დაკრძალული.

✔ თელავის მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) - დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სამუზეუმო კომპლექსში „ბატონის ციხის“ სახელწოდებით შედის: „კახთ მეფეთა სასახლე“ (მე-18 საუკუნე), მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო, სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა და ხევსურული სამოსელის კოლექციები.

✔ საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარი თელავში დგას, რომლის გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. 3.6 მეტრი დიამეტრის ჭადარის სიმაღლე 40 მეტრია. სტრაბონის მწირი ცნობებიდან შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ ხე ფარნავაზ მეფემ დარგო.

✔ წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი. მდებაორებს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში.
წინანდლის სასახლე ეკუთვნოდა გარსევან ჭავჭავაძეს – მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს – ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს.
წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის - ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად.
წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა, პარკი 18 ჰექტარს იკავებს. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. პარკში ასევე ჩინეთიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ ეგზოტიკურ მცენარეებსაც შეხვდებით. წინანდლის ბაღში ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი ამ ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება.წინანდლის ღვინის საცავი - რომელიც მდებარეობს წინანდლის პარკის ტერიტორიაზე 1835 წელს აშენებული ერთ-ერთი პირველი მარანია საქართველოში, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. ა

✔ “ღვინის კომპანია შუმი”, რომელიც დაფუძნებულია 2001 წელს, მდებარეობს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ცენტრში - წინანდალში, რომელსაც ესაზღვრება XIXს-ის ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის საქართველოში პირველი ღვინის ქარხნის დამაარსებლის თავად ალ. ჭავჭავაძის ეროვნული პარკი-სახლ-მუზეუმი.
კომპანიის სახელწოდებად შერჩეულ იქნა “შუმი”, რაც ძველად საქართევლოში ნამდვილ განუზავებელ ღვინოს ეწოდებოდა, ხოლო კომპანიის სიმბოლო კი – ლომის ტანიანი და არწივის ფრთებიანი “ფასკუნჯია”. ლეგენდის თანახმად იგი მითოლოგიური ფრინველია, რომელმაც პირველმა მოუტანა კაცობრიობას ყურძნის წიპწა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა მევენახეობა-მეღვინეობის დარგს.
დღეისათვის კომპანია ფლობს სავენახე ტერიტორიებს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, რომელთა ერთი ნაწილი დაფარულია ახალგაზრდა ვენახებით, მეორე – მომზადებულია გასაშენებლად.
“ღვინის კომპანია შუმი” აწარმოებს წითელ და თეთრ, მშრალ, ნახევრადმშრალ და ნახევრადტკბილ ღვინოებს, ბიო ღვინოს, აგრეთვე “შუმი”-ს სორტიმენტში შედის ღვინის ბრენდი და ტრადიციული ღვინის გამოხდის მეთოდით დამზადებული კახური ჭაჭა. საკუთარი ექსკულიზიური ტექნოლოგიით კომპანიას დამზადებული აქვს 17 დასახელების პროდუქტი.
"ღვინის კომპანია შუმის პროდუქცია იწარმოება ბოთლებში, ორიგინალური თიხის ამფორებსა და ასეპტიკურ ტომრებში - “Bag-in-Box”. “ღვინის კომპანია შუმი”-ს პროდუქცია წარდგენილ იქნა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენა-დეგუსტაციებზე, სადაც მიღებული აქვს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და დიპლომები.
კომპანიამ ღვინის ტურიზმის განვითარების და აგრეთვე უნიკალური, გადაშენების პირას მყოფი ქართული აბორიგენული ყურძნის ჯიშების გადარჩენის მიზნით შექმნა პირველი ვაზისა და ღვინის მუზეუმი “ვაზიონი”. მუზეუმი მდებარეობს ქარხნის ტერიტორიაზე და მოიცავს საკოლექციო ვენახს, საექსპოზიციო და სადეგუსტაციო დარბაზებს და ეთნოგრაფიულ კუთხეს.
საკოლექციო ვენახში უკვე გაშენებულია 294 უძველესი ქართული ჯიშის ვაზი, რომლებიც მუზეუმის თანამშრომლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოიძიეს და დღესაც გრძელდება კოლექციის გამდიდრება, ასევე კოლექციაში შედის 92 დასახელების უცხოური ვაზის ჯიშიც.
საკოლექციო დარბაზში წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი (ძვ. წ. აღ III - I ათასწლეულების) უძველესი ღვინის აქსესუარები: ყურძნის საწნახელი, ღვინის დასადუღებელი და შესანახი თიხის ქვევრები, სასმისები და სხვა ჭურჭელი რომელებსაც ქართველი ხალხი საუკუნეების წინ იყენებდა.საექსპოზიციო დარბაზისა და საკოლექციო ვენახის გარდა მუზეუმის კომპლექსში შედის ეთნოგრაფიული კუთხე და სადეგუსტაციო დარბაზი, რაც უცხოელი დამთვალიერებლების განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს.

✔ აკურას მამადავითი - სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც თავის მამულში დააარსა იერუსალიმიდან დაბრუნებულმა წმ. ილარიონ ქართველმა მე-9 საუკუნეში. აკურის ყმა-მამულის დიდი ნაწილი დავითგარეჯის მონასტრის საკუთრება ყოფილა და საკათალიკოსო მამულების გუჯრებშიც მოიხსენიება. ეს კუთვნილება მე-16 საუკუნიდან, კახეთის ცალკე სამეფოს წარმოქმნისას, რამდენჯერმე შეიცვალა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/10/19
    დაბრუნება
    • 19/10/19