ქვათახევი, რკონი, იკვი, ერთაწმინდა ,თეძმის ხეობა

ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; GuramGraphy · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაშიდა ქართლი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID56321

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

G&M TOURS გთავაზობთ ერთდღიან შიდა ქართლის ტურს შემოდგომის ულამაზესი ფერებით მორთულ რკონი-თეძმის ხეობაში
მოვინახულებელი ადგილები:
ქვათახევი, ან ქვაბთახევი — XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი
გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს. აქვე დავანებულია ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთ მოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.
ერთაწმინდა . წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის ტაძარი.
აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.
რკონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რკონის კომპლექსი XIII-XIV საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა.
თამარის ხიდი (სიგრძე 12,5 მ, სიგანე 2,2 მ), რომელიც სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარე თეძამზეა გადებული.
იკვის მონასტერი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი
ტრანსპორტირება (სპრინტერის მიკრო ავტობუსით)
გიდი
ფოტოგადაღება პროფესიონალი აპარატით
კვება , ინდივიდუალურად მოგვაქვს ერთი დღის საკვები.
ვითვალისწინებთ : არ ვიგვიანებთ , არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში, არ ვსვათ და არ ვეწევით ტრანსპორტში , არ ვანაგვიანებთ გარემოს.
ალკოჰოლური სასმელის წამოღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით , ერთობლივად გვექნება პიკნიკი ბუნებაში
ტურზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თვითნებულად გადახვევა ბილიკიდან ორგანიზატორთან შეუთანხმებლად
ვითვალისწინებთ ორანიზატორის მიერ დათქმულ დროს და დროულად ვბრუნდებით ტრანსპორტთან.
ყოველივე ზემოთხსენებულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას მონაწილე გამოეთიშოს ტურს
დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში :
ალექსანდრე
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე

ჩარიცხვა ხდება წინასწარ!
მიმღები ი/მ მაკა ბრეგვაძე
პ/ნ 66
ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.

შიდა ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ

შიდა ქართლის ტური ერთ დღეში ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, უფლისციხე, გორი და ატენის სიონი, სურვილით — სამთავისი და ყინწვისი. თუ ბორჯომისკენ აგრძელებთ, ორდღიან მარშრუტს შეგიდგენთ თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ხილისა და ატენური ღვინის დრო; ტემპერატურა 18–25°-ია.
ივლისი–აგვისტოში გორსა და უფლისციხეში 32–34°-მდეა, ხოლო უფლისციხის კლდეზე ჩრდილი თითქმის არ არის — სჯობს დილით მიხვიდეთ.
ზამთარი ზომიერია, ხშირად ნისლიანი; ძეგლები ღიაა, მაგრამ გუმბათიან ეკლესიებში ფრესკების დასათვალიერებლად შუადღე სჯობს, როცა სინათლე მეტია.

რა ვნახოთ

  • უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ძველი ქალაქი, ძვ. წ. I ათასწლეულიდან; დარბაზები, მარნები, თეატრი და უფლისციხის ეკლესია, გორიდან 12 კმ-ში
  • გორის ციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის შუაგულში, მთაზე, საიდანაც მთელი ველი ჩანს
  • სტალინის მუზეუმი — საბჭოთა ეპოქის დიდი მუზეუმი, დაბადების სახლი და პირადი ვაგონი, გორის ცენტრში
  • ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ატენის ხეობაში, ვენახების გარემოცვაში; გორიდან 10 კმ
  • სამთავისი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი მდიდრული ქვის ორნამენტით, იგოეთთან, მაგისტრალის მახლობლად
  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, ქარელის მუნიციპალიტეტში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან გორამდე 85 კმ-ია (1 საათი–1 საათი და 15 წუთი), უფლისციხემდე — დაახლოებით 100 კმ, სურამამდე — 130 კმ-მდე (1,5–2 საათი). გორში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელი (1–1,5 საათი), მარშრუტკები კი დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალი (E60) გორს, ქარელსა და ხაშურს უერთდება; უფლისციხე, ატენი და მონასტრები მაგისტრალიდან 10–20 კმ-ში, მოასფალტებული გზებითაა.
სად დავრჩეთ: გორში — სასტუმროები და გესტჰაუსები, სურამში — ძველი კურორტის სასტუმროები ფიჭვნარში; ბევრი რეგიონს თბილისიდან ერთდღიან გასვლად ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი უფლისციხის კლდეზე სასიარულოდ, ქუდი და წყალი ზაფხულში; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი რეგიონში თითქმის ყველგან კარგად მუშაობს.

შიდა ქართლი: გზამკვლევი
შიდა ქართლი

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება უფლისციხეს?
თავად კლდის ქალაქს 1,5–2 საათი სჭირდება, მუზეუმიანად. გორთან და ატენის სიონთან ერთად ეს სრული ერთდღიანი გასვლაა თბილისიდან.
როგორ მივიდე უფლისციხემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
თბილისიდან გორამდე მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან კი ტაქსით (12 კმ). გორიდან უფლისციხისკენ მარშრუტკა იშვიათად დადის.
რა არის გორში სანახავი?
გორის ციხე და სტალინის მუზეუმი. ცენტრი პატარაა და ფეხით 2–3 საათში დაივლება.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: უფლისციხის გამოქვაბულები და ვიწრო გვირაბი, გორის ციხე და ატენის ხეობა ბავშვებს მოსწონთ. კლდეზე მოაჯირები ყველგან არ არის, ამიტომ პატარებს თვალი ადევნეთ.
რა ჩამოვიტანოთ შიდა ქართლიდან?
ატენური ღვინო, ხილი და ჩირი, ხოლო სურამიდან — ნაზუქი, რომელსაც გზისპირა ჯიხურებში ცხელს ყიდიან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.