სუმელა-უზუნგოლი-ტრაბზონის ტური. ულამაზესი ადგილი ტურში!
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Moonik · CC BY-SA 3.0; Arild Vågen · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
ზღაპრული სილამაზე და განტვისთვის წუთები, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! კომპანია „“ გთავაზობთ სამ ღირსშესანიშნავ ადგილს ერთ ტურში!
უზუნგოლი-ტრაბზონი-სუმელა
2კაციან ნომერში
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით;
გამყოლის მომსახურება;
სასტუმროში განთავსება.
შიდა ექსკურსიები.
I დღე
გავემართებით თბილისიდან ღამის 11 საათზე სარფის მიმართულებით, გამთენიისას გადავალთ საზღვარზე სადაც დაგვხვდება მეორე ტრანსპორტი და პირდაპირ წავალთ სუმელას მიმართულებით.
· სუმელას მონასტერი, რომელიც წლების გნმავლობაში ითვლებოდა როგორც ბერძნული ასევე მთელი ქრისტიანული სამყაროს წმინდა ადგილად. (თუმცა მისი ნახვა მხოლოდ გარედანაა შესაძლებელი, შიდა კომპლექსი დაკეტილია სარემონტო სამუსაოების გამო)
ვისაუზმებთ სუმელას მონასტრის ძირში მდინარის პირა რესტორანში, დავათვალიერებთ ულამაზეს ხდებს და გადავიღებთ ფოტოებს.
· ქალაქი ტრაბზონი- შავი ზღვის პირას გაშენეული ქალაქი სადაც შევძლებთ ვესტუმროთ მოლს „ტრაბზონის ფორუმს“
· მცირე აია- სოფიას ტაძარი რომელიც ქალაქ ტრაბზონში მდებარეობს. ის ადრე ქრისტიანულ ტაძარს წარმოადგენდა, რომელიც დღეს მოქმედ მეჩეთადაა გადაკეთებული. თუმცა შემორჩენილია უძველესი ფრესკები.
საღამოს გავემართებით უზუნგოლის ტბაზე, სადაც დავბინავდებით სასტუმროში, აქ მოგეცემათ თავისუფალი დრო, რომ გაისეირნოთ ტბის პირას და დატკბეთ ღამის უზუნგოლის სილამაზით.
II დღე
დილით ვისაუზმებთ სასადილოში და შემდეგ მოვინახულებთ:
· უზუნგოლის ჩანჩქერებს;
· გადმოსახედს ტბაზე
მოვწესრიგდებით და გამოვემართებით თბილისისკენ გზად გავაჩერებთ ქემელ ფაშაში სადაც ვიშოპინგებთ, შემდეგ გავივლით სასაზღვრო პროცედურებს და ჩავსხდებით მეორე მიკროავტობუსში და გამოვემართებით თბილისისკენ.
· კვება
თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
- კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
- პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
- ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
- ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
- ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.