national delicacy

ერთდღიანი ტური ყაზბეგში - გერგეთის სამება

  • ID: 5612
  • ნახვები: 15341
complogo
შეიგრძენი საქართველო
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

"შეიგრძენი საქართველო" გთავაზობთ ერთდღიან ტურს ყაზბეგის მიმართულებით (გერგეთის სამება). 

განრიგი: თბილისიდან გავალთ სტეფანწმინდის მიმართულებით, გზად მოვინახულებთ ანანურის ციხეს (XVIIს.), რომელიც გადმოჰყურებს არაგვსა და ჟინვალის წყალსაცავს. გავივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა (2200 მ.) და ჯვრის უღელტეხილს (2400 მ.). ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნებით. მოვინახულებთ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმს (ყაზბეგი).
სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან ფეხით, მთის ბილიკით (საფეხმავლო მარშრუტი 1,40 საათი) გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს.) ტაძრისაკენ. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.
პიკნიკის შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობაში, სადაც ვეწვევით ახლად აშენებულ მთავარაგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერს (XXIს.), რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს.

საღამოს დაბრუნება თბილისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის და დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით: 558900418 გიორგი 593967074 ბექა

ტურის ღირებულება: 30 ლარი
ტურის ღირებულებაში შედის: 
1. ტრანსპორტირება 
2. კვება
3. კომპანიის თანმხლები
4. ფოტოგრაფი

ტურის თარიღი: 31.05.2015
ხანგრძლივობა: 1 დღე
ტურის დასაწყისი - 07:00
ტურის დასასრული - 22:00

ტურის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 15 ადამიანი (თუკი ჯგუფი არ შედგა გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს).

გადახდის ბოლო ვადა არის 31.05.2015
დამატებითი ინფორმაციისთვის და დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით: 558900418 გიორგი 593967074 ბექა

ტურის ლინკი: https://www.facebook.com/events/1627263504185279/

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
შეიგრძენი საქართველო
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00