სახულარი შემოდგომის სახლი
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????
????სიაში ჩასაწერად
???????? ლაშქრობის ლოკაცია: იმერეთი,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი,სახულარი (ხარაგაულის მხრიდან).
ლაშქრობის ხანგრძლივობა: 2 დღე (1 ღამე 2 დღე)
ლაშქრობის სირთულე: მარტივი
ლაშქრობის სახეობა: სათავგადასავლო-საექსკურსიო
????ფეხით გასავლელი მანძილი :
3 კმ. მაქს. (ჯამურად)
????მოსანახულებელი ადგილები:
ხარაგაული
სოფელი მარელისი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ხარაგაულის მხრიდან
ხერგილი
ნაკოდის ჩანჩქერი
სახულარი
მაისუროვის ბაღი
????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????
⏰შეკრების ადგილი-გასვლის დრო:
რუსთავი-
შეკრების ადგილი-შარტავა მადაგონის წინ.
გასვლის დრო- ღამის 02:00 საათი (შაბათი რომ თენდება)
თბილისი
შეკრების ადგილი-საბურთალო,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან.
გასვლის დრო- ღამის 03:00 საათი (შაბათი რომ თენდება)
????დამგვიანებელთა საყურადღებოდ თუ გაგვაფრთხილებთ რომ გაგვიანდებათ საპატიო მიზეზით შეგვიძლია დაგელოდოთ გასვლის დროიდან მაქსიმუმ 15 წუთი
ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
ტრანსპორტირება სამ ხიდიანით სახულარამდე (ღამის სათევამდე)
პროფესიონალი სამთო საფეხმავლო გიდი
????ღამის თევა: სახულარში არსებულ ქოხებში სადაც დგას ღუმელი (სურვილისამებრ კარვებში) ქოხებში ღამის გათევა გახლავთ ჩვენთვის უფასო
????2 დღის სამყოფი საკვები
ღამის სათევი აღჭურვილობა (საძილე ტომარა,ქვეშსაგები)
????თუ არ გაქვთ ღამის სათევი აღჭურვილობა მოგვმართეთ შევეცდებით დაგეხმაროთ ჩვენი აღჭურვილობით თუ იმ დროისთვის თავისუფალი იყო ან დაგეხმაროთ მოძიებაში.
თანხას ვრიცხავთ წინასწარ საბანკო ანგარიშზე
????საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: გიორგი შარიქაძე
????დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ- თქვენი სახელი გვარი ლაშქრობა სახულარში.
????შეინახეთ დამადასტურებელი დოკუმენტი სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას
გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.
????იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს სასიამოვნო ყველანი ვალდებულები ხართ დაემორჩილოთ ირბისის წესებს????
რეკომენდაციებისათვის მოგვმართეთ ჩვენ (რა ჩაიცვათ,რა საკვები წამოიღოთ და ა.შ. რათქმაუნდა თუ თავად არ იცით)
ლაშქრობის ორგანიზატორი გახლავთ უზენაესი პირი და ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებებს ????
ლაშქრობაში აკრძალულია დიდი რაოდენობით ალკოჰოლი
გასვლამდე გადამოწმდება აუცილებლად ალკოჰოლის რაოდენობა....
სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ???? ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
არ ვაბინძურებთ გარემოს ნაგვით
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე,სპორტზე ყველა იმ თემაზე რამაც შეიძლება გამოიწვიოს კამათი,ყაყანი და ა.შ.
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
მარშირებისას არ ვრჩებით ჩამკეტზე უკან და არ მივდივართ წინმძღოლზე წინ რადგან ისინი ადგენენ მარშირების სიარულის ტემპს და მიყვებიან დაგეგმილ განრიგს
არ ვეწევით ტრანსპორტში
????კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით